აშშ-ის საელჩომ საქართველოში ახალგაზრდებისთვის მოხალისეობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაცვლითი პროგრამა გამოაცხადა

აშშ-ის საელჩომ საქართველოში ახალგაზრდებისთვის მოხალისეობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაცვლითი პროგრამა გამოაცხადა | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მცხოვრები, მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ჩართულობის სამკვირიან უფასო გაცვლით-მოხალისეობრივ პროგრამაზე ინფორმაციას ავრცელებს, რომელში მონაწილეობისთვისაც განცხადებები 2023 წლის 27 ნოემბრიდან – 2024 წლის 8 იანვრამდე, აღმოსავლეთის დროით შუადღემდე მიიღება.

საელჩოს ინფორმაციით, მონაწილეობის მსურველები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას C2 დონეზე, ასაკი შეზღუდულია მოსაწვლეებისთვის 15-დან 18 წლამდე, ხოლო პედაგოგთათვის 25 წლიდან. გარდა ამისა, საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრები და საქართველო-ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები პროექტზე არ დაიშვებიან და უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომელთაც საზღვარგარეთ ყოფნის გამოცდილება ჯერ არ ჰქონიათ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტები იმ ინტერვიუს საშუალებით შეირჩევიან, რომელიც იანვრის ბოლოდან თებერლის დასაწყისამდე პერიოდში ჩატარდება. თებერვლის ბოლოს კი, შერჩეულ მონაწილეებს საბოლოო პასუხი ეცნობებათ. 2024 წლის 4 აპრილიდან 25 აპრილამდე კი (თარიღები შეცვლას ექვემდებარება), საქართველოდან ოცი არასრულწლოვანი მოხალისე გაემგზავრება, ორ ზრდასრულ პედაგოგთან ერთად. ისინი დაგეგმილი სამი კვირიდან ერთს ვაშინგტონში გაატარებენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, პროგრამა ორიენტირებულია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე საზოგადოებრივ და მოხალისეობრივ საქმიანობებში. პროექტის ხარჯებს სრულად ფარავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

განცხადების შესავსებად მიჰყევით ბმულს

კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ აშშ-ის საელჩოს მიერ მითითებულ მეილს: TbilisiExchanges@state.gov

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). აშშ-ის საელჩომ საქართველოში ახალგაზრდებისთვის მოხალისეობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაცვლითი პროგრამა გამოაცხადა. 7 იანვარი, 2024. https://sheniganatleba.ge/ashsh-is-saelchom-saqarthveloshi-akhalgazrdebisthvis-mokhaliseobisa-da-samoqalaqo-charthulobis-gatsvlithi-programa-gamoatskhada/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. აშშ-ის საელჩომ საქართველოში ახალგაზრდებისთვის მოხალისეობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაცვლითი პროგრამა გამოაცხადა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/ashsh-is-saelchom-saqarthveloshi-akhalgazrdebisthvis-mokhaliseobisa-da-samoqalaqo-charthulobis-gatsvlithi-programa-gamoatskhada/
sheniganatleba.ge
READ  2000 ლარი ერთჯერადად ოჯახებს - ცნობილია ვის შეეხება დახმარება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network