გამოქვეყნდა სტუდენტთა 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები და პროცედურა

გამოქვეყნდა სტუდენტთა 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები და პროცედურა | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
საკონკურსო მოთხრობა

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა 2024 წლის 30 იანვრიდან 2024 წლის 8 თებერვლის 18:00 საათამდე განისაზღვრა.

მობილობის შედეგების ნახვა კი შესაძლებელი იქნება 12 თებერვალს.

ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 17 იანვარს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ გამოაქვეყნა და სტუდენტებისთვის პროცედურაც განმარტა:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით”, – აღნიშნულია EMIS-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება უნივერსიტეტებისთვის აუცილებელ ინფორმაციას, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განმარტავს, რომ 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა განისაზღვრა – 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 22 იანვრის ჩათვლით, ხოლო სახელოვნებო-შემოქმედებითი-სასპორტო კონკურსის შედეგების, მართვის სისტემაში, ელექტრონული ფორმით წარმოდგენის ვადაა – 5 თებერვალი.

“მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა – 2024 წლის 12 თებერვლიდან 2024 წლის 19 თებერვლის ჩათვლით”, – წერია ინფორმაციაში.

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). გამოქვეყნდა სტუდენტთა 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები და პროცედურა. 18 იანვარი, 2024. https://sheniganatleba.ge/gamoqveqhnda-studenttha-2023-2024-sastsavlo-tslis-gazaphkhulis-semestris-mobilobis-vadebi-da-protsedura/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. გამოქვეყნდა სტუდენტთა 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები და პროცედურა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/gamoqveqhnda-studenttha-2023-2024-sastsavlo-tslis-gazaphkhulis-semestris-mobilobis-vadebi-da-protsedura/
sheniganatleba.ge
READ  ტესტის დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის – რეგისტრაციის ვადები
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network