შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიროგორი უჩვეულო ჰობი ჰქონდათ ცნობილ ადამიანებს

როგორი უჩვეულო ჰობი ჰქონდათ ცნობილ ადამიანებს

წარმატებული ადამიანების ცხოვრების წესისადმი ინტერესი სავსებით ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეცნიერებაში, ხელოვნებასა თუ ბიზნესში რა მწვერვალებიც არ უნდა დაიპყრონ გენიალურმა ადამიანებმა, ისინი მაინც ადამიანებად რჩებიან და მათთვის უცხო არაფერია. მოდით ვნახოთ, როგორი ჰობი ჰქონდათ/აქვთ გამოჩენილ ადამიანებს (ზოგიერთი მათგანი შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ).

ილონ მასკი ჯეიმს ბონდის ფანია

ცნობილი ინჟინერი, მეწარმე, გამომგონებელი და ინვესტორი ჩვენთვის ყველაზე ცნობილია, როგორც SpaceX, Tesla Motors და PayPal-ის დამფუძნებელი. თუმცა, კოლექციონერებს შორის ის ცნობილია, როგორც ჯეიმს ბონდთან დაკავშირებული უამრავი ნივთის მფლობელი.

მაგალითად, ილონ მასკი ფლობს ამ ფილმის პერსონაჟის ერთ-ერთ მანქანას – Lotus Esprit-ს 1977 წლის ფილმიდან, რომელიც ეკრანზე ადვილად გადაიქცა წყალქვეშა ნავად.

ბილ გეითსი – მკითხველი

Microsoft-ის დამფუძნებელმა ინტერვიუში აღიარა, რომ უყვარს ჩოგბურთი და ბრიჯის თამაში. მაგრამ მისი მთავარი გატაცება ადრეული ასაკიდან და კვლავ კითხვა რჩება.

გეითსმა დაიქირავა სპეციალური ადამიანი, რათა თავისი ბიბლიოთეკა იშვიათი წიგნებით გაემდიდრებინა და 1994 წელს 30,8 მილიონი დოლარიც კი დახარჯა ლეონარდო და ვინჩის სამეცნიერო ჩანაწერების მე-15 საუკუნის ხელნაწერისთვის.

თომას ედისონი – დიეტოლოგი

მე-20 საუკუნის თითქმის ყველანაირი ტექნიკური მიღწევა შეუძლებელი იყო ამ ბრწყინვალე ადამიანის გამოგონებისა და პატენტების გარეშე. ედისონმა გამოიგონა, გააუმჯობესა ან შემოიტანა ისეთი რამ, როგორიცაა ტელეგრაფი, ტელეფონი, კინოკამერა და ფონოგრაფი. და სწორედ მან შესთავაზა კაცობრიობას, საუბრის დასაწყისში ტელეფონში “ალლო” ეთქვათ.

ისე, გამოგონებებისგან თავისუფალ დროს ის სწავლობდა სხვადასხვა დიეტას და მათ გავლენას ადამიანის სხეულზე. 1930 წელს, ედისონის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, მისმა მეუღლემ ინტერვიუში თქვა, რომ „სწორად კვება მისი ერთ-ერთი უდიდესი ჰობია“.

ჰენრი ფორდი – მუზეუმის შემქმნელი

ლეგენდარულ ამერიკელ მეწარმეს, რომელმაც უზარმაზარი ძალისხმევა გაატარა საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებისთვის, უყვარდა ისტორია ზოგადად და განსაკუთრებით ინდუსტრიული რევოლუციის ისტორია.

მან უზარმაზარი თანხა დახარჯა, რათა ერთ ადგილას შეეგროვებინა მრავალი ცნობილი შენობის, მანქანისა და ძეგლის რეალური ნიმუშები და მოდელები. 1929 წელს გაიხსნა ღია ცის ქვეშ მუზეუმი, რომელსაც ჰენრი ფორდის მუზეუმი ეწოდა, მოგვიანებით კი გრინფილდის სოფელი გახდა ცნობილი.

უოლტ დისნეი – რკინიგზის თანამშრომელი

უოლტ დისნეის უყვარდა მატარებლები. იმდენად, რომ არც ერთი დისნეილენდი არ იყო სრულყოფილი სათამაშო რკინიგზის გარეშე და მის ოფისში იდგა ორთქლის ლოკომოტივის უზარმაზარი მოდელი.

დისნეის სახლის ირგვლივ აშენდა რკინიგზის ასლი ხიდით, ლიანდაგით და მოძრავი მატარებლებით, რომელზედაც მფლობელმა სიხარულით წაიყვანა სტუმრები სასეირნოდ.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი