ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარისაკითხავი ისტორიებიროგორია იმ ნახატის ისტორია, რომელზეც შროდერი და პუტინი დავობდნენ

როგორია იმ ნახატის ისტორია, რომელზეც შროდერი და პუტინი დავობდნენ

რუბენსის ნამუშევარი „ტარკვინიუსი და ლუკრეცია“ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიიდან გაუჩინარდა. აღნიშნული შედევრის ირგვლივ განვითარებული დეტექტიური ისტორია კი დღემდე გრძელდება. ტილო არ გამოუფენიათ რუსეთში, თუმცა, არც გერმანიაში დაბრუნებულა. სად არის ის და რა ბედი ელის რუბენსის ნამუშევარს, Deutsche Welle-მ გაარკვია.

რა ხდება?

ნოემბერში, პოტსდამის რეგიონულმა სასამართლომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიიდან გაუჩინარებული ტილოს შესახებ გამართულ პროცესზე განაჩენი გამოიტანა. საუბარია რუბენსის ნახატზე „ტარკვინიუსი და ლუკრეცია“. ფლამანდიელი ფერმწერის ეს ნამუშევარი, რომლის ზომებია 1,87/2,14 მ, 75 მილიონ ევროდ არის შეფასებული და ამჟამად (სავარაუდოდ) რუსეთშია. „ტარკვინიუსი და ლუკრეცია“ რუსულ და გერმანულ მხარეებს შორის ხანგრძლივი დავის საგნად იქცა. კამათი კი დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც ცნობილი გახდა, რომ გაუჩინარებული ნახატი იპოვეს და ის რუსი ბიზნესმენის საკუთრებაში იყო. ცნობილი ტილოს ბედზე, თავის დროზე, ვლადიმერ პუტინმა და გერჰარდ შროდერმაც კი გამართეს მოლაპარაკებები. მხარეებმა კი ისაუბრეს, მაგრამ კონკრეტული ვერაფერი გადაწყვიტეს. საბოლოო ჯამში, ნახატი გერმანიაში არ დაბრუნებულა.

ეს ამბავი კვლავ ამოტივტივდა ცოტა ხნის წინ, როდესაც გერმანულმა სასამართლომ უარყო რუსი მეწარმის, ვლადიმერ ლოგვინენკოს სარჩელი, რომელიც მან 2021 წელს შეიტანა. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, გერმანიის სასამართლოში დაემტკიცებინა, რომ „ტარკვინიუსსა და ლუკრეციაზე“ საკუთრების უფლება ჰქონდა. თუმცა, ამას ვერ მიაღწია, რადგან სასამართლოს დადგენილებით, „მოსარჩელე არ არის ნახატის მფლობელი“. DW-ს მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ იქნა უარყოფილი ლოგვინენკოს სარჩელი, სასამართლომ განმარტა: „რუსული კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სამართლებრივი დასკვნის შედეგად, პალატა მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ მოსარჩელე არ არის ნახატის მფლობელი, რადგან მას არ მიუღია საკუთრება სამართლებრივი გარიგების შედეგად ან კეთილსინდისიერი შეძენის გზით. რატომ შეიტანა გერმანულ სასამართლოში სარჩელი რუსმა ლოგვინენკომ, რომელიც აშკარად ამ ეტაპზე ზემოთ ხსენებულ ტილოს თავად ფლობს და რაში დასჭირდა მას გერმანული სასამართლოს დასტური?

ბოლოს და ბოლოს, ვის ეკუთვნის სკანდალური სურათი?

READ  ,,მარიამი გარდაცვალების წინ მირზას სახელს ახსენებდა” – მირზა გელოვანის ფსევდონიმის ნამდვილი ისტორია ცოტამ თუ იცის

ლოგვინენკოს ინტერესებს ბერლინში მოქმედი იურიდიული ფირმა Unger-ი იცავს. მისმა წარმომადგენლებმა DW-ს შეკითხვებს (ამ მასალის გამოქვეყნების მომენტში) პასუხი არ გასცეს. თუმცა, ჟურნალისტმა მიიღო პასუხი ბერლინ-ბრანდენბურგის პრუსიული სასახლეებისა და ბაღების ფონდისგან (Stiftung Preußische Schlösser und Gärten Berlin-Brandenburg), რომლის თანამშრომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ტილოს მფლობელი არის სწორედ ფონდი. „1610-1611 წლებით დათარიღებული პიტერ პოლ რუბენსის (1577-1640 წწ.) ტილო „ტარკვინიუსი და ლუკრეცია“ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაუჩინარებამდე, პოტსდამის სურათების გალერეაში, სან-სუსის სასახლეში გამოფენილ კოლექციურ ფონდებს მიეკუთვნებოდა. ერთ დროს ეს ნამუშევარი შეიძინა ბრანდენბურგის კურფიურსტმა ფრიდრიხ-ვილჰელმ პირველმა ან პრუსიის მეფემ ფრიდრიხ პირველმა. თავდაპირველად ტილო გამოფენილი იყო ბერლინის სასახლეში (Berliner Schloss), 1790 წლიდან – პოტსდამის ახალ სასახლეში, ხოლო 1930 წლიდან – სურათების გალერეაში. ისევე, როგორც სამხატვრო გალერეის სხვა ნამუშევრები, ეს ტილოც 1942 წელს ევაკუირებულ იქნა რაინსბერგის ციხე-სიმაგრეში. ომის დასრულების შემდეგ კი, ის დაკარგულად ითვლებოდა. აღნიშნული ტილო გახდა ჩვენი ფონდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი და დიდი ხნის განმავლობაში ასეც ითვლებოდა. შესაბამისად, მასზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლით გამოცხადდა“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

როგორც ბერლინ-ბრანდენბურგის პრუსიული სასახლეებისა და ბაღების ფონდმა ხაზგასმით აღნიშნა, აქ საუბარია არა ტილოზე „რუსეთიდან“, არამედ – ნახატზე სამხატვრო გალერეის კოლექციებიდან, რომლის მფლობელიც ფონდია. „ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, სად ინახება ეს ტილო დღეს. ბოლო მონაცემებით, ის რუსეთის მოქალაქის საკუთრებაა, რომელსაც სასამართლოში სურდა საკუთარი თავის მფლობელად აღიარება. ფონდმა ეს გააპროტესტა. 2023 წლის 14 ნოემბერს, პოტსდამის რაიონულმა სასამართლომ თავის საბოლოო გადაწყვეტილებაში ჩვენი ფონდის არგუმენტები გაითვალისწინა. არის თუ არა დღეს ეს ტილო კვლავ რუსეთის მოქალაქის საკუთრებაში, არ ვიცით“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფონდში ხაზგასმით აღინიშნა, რომ შემდგომი ნაბიჯები დამუშავების პროცესშია.

როგორი შეიძლება იყოს ამ სკანდალური ამბის დასასრული?

ამ მიმართულებით მომუშავე გერმანელი იურისტის, ჰანეს ჰარტუნგის განცხადებით, „რუსმა ბიზნესმენმა არასწორად გათვალა, თუ ჩათვალა, რომ შეეძლო, ნახატი დიდი მოგებით გაეყიდა“. ხელოვნების მსგავსი ნიმუშის შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გერმანელი ადვოკატი მიიჩნევს, რომ პოტსდამის სასამართლომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, თუ მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას შეეცდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომდევნო ინსტანციის სასამართლომ ამ საკითხზე სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. თუ მოსარჩელე წააგებს, მას პროცესთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება მოუწევს. უფრო მეტიც, როგორც კი ნახატი ევროპული სასამართლოს იურისდიქციაში მოხვდება, შეიძლება მისი კონფისკაცია მოხდეს. შესაბამისად, ეს ძალიან პრობლემური სიტუაციაა, – ხაზს უსვამს ჰანეს ჰარტუნგი. მიუხედავად ამ დავის სირთულისა, გერმანელი ადვოკატი იმედოვნებს, რომ რუს მეწარმესთან საერთო ენის გამონახვა შესაძლებელი  იქნება. თუმცა ამ დროისთვის არანაირი ნიშანწყალი არ იკვეთება, რომ ნახატი გერმანიაში დაბრუნდება.

READ  ულტრაიისფერი სინათლის გამოყენებით, ახალი აღთქმის ერთი თავის აქამდე უცნობი თარგმანი აღმოაჩინეს

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.