სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირა იყო ბერიას უკანასკნელი სიტყვა დახვრეტის წინ? - საიდუმლოებით მოცული ამბის უცნობი...

რა იყო ბერიას უკანასკნელი სიტყვა დახვრეტის წინ? – საიდუმლოებით მოცული ამბის უცნობი დეტალები

ჭკვიანურმა პოლიტიკურმა თამაშმა ნიკიტა ხრუშჩოვს საშუალება მისცა სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერიასთვის დაესწრო. პოლიტბიუროს წევრებთან ერთად, ხრუშჩოვმა შინაგან საქმეთა ყოვლისშემძლე სახალხო კომისრის დაპატიმრება მოახერხა. მოვლენების განვითარების ოფიციალურ ვერსიაში ნათქვამია, რომ 1953 წლის 26 ივლისს კრემლში გამართულ შეხვედრაზე ხრუშჩოვმა ღიად დაადანაშაულა ლავრენტი ბერია საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ ქმედებებში.

ყველაზე დაძაბულ მომენტში ოთახში გ. ჟუკოვის ხელმძღვანელობით გენერლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ბერიას დაპატიმრება შეძლეს, რომელიც ჯერ მოსკოვის სამხედრო ოლქის გარნიზონის ჰაუპტვახტში გაგზავნეს, ერთი დღის შემდეგ კი ცალკე საკანში გადაიყვანეს, რომელიც მოსკოვის სამხედრო ოლქის გენერალური შტაბის ბომ­ბსა­ფა­რით იყო აღჭურვილი.

ერთდროულად დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებიც, რომლებიც დაკავებული ლიდერის ახლო წრიდან იყვნენ. ბერიას სიკვდილით დასჯა მიესაჯა, რომელიც სისრულეში იმავე წლის 23 დეკემბერს მოიყვანეს.

გამოძიების მსვლელობისას, საზოგადოების თვალში, ლავრენტი ბერია წარმოდგენილი იყო როგორც სისხლიანი ჯალათი, რომელიც ყველა სახის ცოდვაში იყო ბრალდებული. ჟუკოვის მოგონებების თანახმად, ბერიამ თავი ძალიან მშიშარა ადამიანად წარმოაჩინა, რომელიც სასჯელის აღსრულებამდე წყალობას ითხოვდა, ისტერიულად ტიროდა და მუხლებზე ხოხავდა.

ს განცხადება 1994 წელს მაიორმა ხიჟნიაკმა უარყო, რომელიც მაღალჩინოსან პატიმარზე იყო მიმაგრებული. მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ოლქის შტაბის კომენდანტმა განაცხადა, რომ ბერია იყო მშვიდი, ფერმკრთალი და თავშეკავებული.

პროცესს ესწრებოდნენ სასამართლოს წევრები: მიხაილოვი, ბატიცკი, შვერნიკი, პროკურორი რუდენკო და მოსკალენკო ადიუტანტთან ერთად, განაჩენი სისრულეში ბატიცკიმ მოიყვანა. ლავრენტი ბერია საჰაერო თავდაცვის სამინისტროს შტაბის ბუნკერში, ქვეყნის გენერალური პროკურორის რუდენკოს თვალწინ დახვრიტეს. ღამე მისი სხეული ერთ-ერთ კრემატორიუმში დაწვეს, ფერფლი კი მდინარე “მოსკვაზე” მოაბნიეს.

შესაძლოა, ოფიციალური სასამართლო პროცესი საერთოდაც არ გამართულა. ამ აზრს ლავრენტი ბერიას ვაჟი სერგო, და სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევაც იზიარებდნენ. დღემდე არ არსებობს სასამართლო პროცესიდან არც ერთი ფოტო. ალტერნატიული ვერსია ვარაუდობს, რომ ბერიას ლიკვიდირება დაკავების დროს მისსავე სახლში მოხდა, და არა კრემლის სათათბირო ოთახში გამართულ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე. სავარაუდოდ, სტალინის უახლოესმა თანამებრძოლმა სიკვდილამდე მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა. “პირუტყვებო!” (“Скоты!”)

საქმეში დაკავებული სახალხო კომისრის თითის ანაბეჭდებიც კი არ არის. დაკავების მოწმეთა ჩვენებებს ბევრი შეუსაბამობა ახლავს თან. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით მრავალი საგამოძიებო და სასამართლო დოკუმენტაცია შედგა. მთლიანობაში, ლავრენტი ბერიას დაკავებისა და ლიკვიაციის მთელი პროცედურა უფრო პოლიტიკურ შეთქმულებას ჰგავდა, ვიდრე დამნაშავის ფორმალურ სასამართლო პროცესს.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი