პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირა ბედი ეწია იუნკერს, რომელმაც ყველას თვალწინ სტალინს თავში ჩაარტყა

რა ბედი ეწია იუნკერს, რომელმაც ყველას თვალწინ სტალინს თავში ჩაარტყა

1927 წლის 7 ნოემბერს, ოქტომბრის რევოლუციის 10 წლისთავზე ლენინის მავზოლეუმში სახელმწიფოს პირველი პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო აკადემიის იუნკერები გაგზავნეს, მათ შორის იყო იაკოვ ოხოტნიკოვიც, რომელმაც სამხედრო აღლუმის დროს სტალინს მუშტი პირდაპირ თავში ჩაარტყა, იოსებ ბესარიონის ძე მოულოდნელობისგან დაიბნა, თუმცა ახალგაზრდა იუნკერს ხელი ვერ შეუბრუნა. პუბლიკა სულგანაბული აკვირდებოდა როგორ ღებულობდა მომავალი ლიდერი თავში ზუსტად მავზოლეუმის წინ ძლიერ დარტყმას. ვერავინ ხვდებოდა რა ხდებოდა, ვერც – მაყურებელი, ვერც – დაცვა.

იმ მომენტისთვის იაკოვ ოხოტნიკოვი უკვე 30 წლის იყო და რევოლუციაგამოვლილ ჯარისკაცად ითვლებოდა. სამოქალაქო ომი მისთვის დიდებული დრო იყო, ვინაიდან იმ პერიოდში ახალგაზრდა სამეთაურო პოზიციებს იკავებდა. მას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ჩამოყალიბებული შეხედულებები ჰქონდა, რასაც აქტიურად გამოხატავადა კიდეც, იმ დროს კი თავადაც მოგეხსენებათ რომ ქვეყანაში სტალინსა და ტროცკის შორის სერიოზული დაპირისპირება არსებობდა.

ოხოტნიკოვი არასოდეს მალავდა იმას, რომ ის ტროცკის მხარეზე იყო. მან აკადემიის ხელმძღვანელობისგან ტროცკიზმის პოპულარიზაციისთვის საყვედურიც კი მიიღო, და მაინც როგორც ჩანს, იაკოვი ერთ-ერთ საუკეთესო იუნკერად ითვლებოდა რახან მას ხელისუფლების წარმომადგენელთა დაცვა ანდეს. ოხოტნიკოვი და ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის კიდევ რამდენიმე კურსანტი რევოლუციის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მავზოლეუმში მიავლინეს.

ისე მოხდა, რომ იუნკერებმა მისვლა დააგვიანეს, რასაც ისიც დაემატა რომ გზად მათ სსრკ-ას სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური ორგანოს თანამშრომელი შეხვდათ, რომელმაც კურსანტებს მავზოლეუმისკენ მიმავალი გზა გადაუღობა. სამმა მხარბეჭიანმა, ბრგე ახალგაზრდამ ის განზე გაწია და გზა განაგრძო. ტრიბუნაზე უკვე საბჭოთა ლიდერები იდგნენ. ისინი დაბლა, მოედნისკენ იყურებოდნენ და მათ უკან დაწყებული ჩხუბი ვერც კი შენიშნეს: იაკოვ ოხოტნიკოვსა და მის მეგობრებს ხელჩართული ჩხუბი უსაფრთხოების სპეციალური ორგანოს სხვა თანამშრომლებმა გაუმართეს.

საბედისწერო დარტყმა

იოსებ სტალინი და მისი უახლოესი ხელქვეითები ყველაზე ნაკლებად ელოდნენ იმას, რაც შემდეგ მოხდა. შუა ჩხუბიდან თავდაღწეული ოხოტნიკოვი მტკიცე ნაბიჯებით მიუახლოვდა სახელმწიფოს მეთაურს, კეფაში მუშტი ძლიერად უთავაზა და გაბრაზებულმა წამოიძახა: “ჩვენ თქვენ უნდა დაგიცვათ და თქვენ?” რატომ გააკეთა მან ეს – ისტორიკოსებს რამდენიმე ვერსია აქვთ. ერთ – ერთის თანახმად, ეს შესაძლოა არასათანდო დახვედრისგან გამოწვეულ წყენას უკავშირდებოდეს, ასევე სავსებით შესაძლებელია საქმე შურისძიებასთან გვქონდეს, მისი კერპის ტროცკის გამო.

გარშემომყოფები მომხდარით გაკვირვებულები იყვნენ, ამასობაში იაკოვი უკვე მეორეჯერ მოემზადა სტალინისთვის დასარტყმელად, როცა მისი ხელი წინამძღოლის პირადი დაცვის უფროსმა, ივან იუსისმა ოსტატურად ჩაიჭირა და განზე გაწია, რასაც მათ შორის ხანმოკლე ჩხუბიც მოჰყვა. იუსის თან იარაღი რომ ჰქონოდა მას უეჭველად გამოიყენებდა, მაგრამ მავზოლეუმში ცეცხლსასროლი იარაღის მიტანა აკრძალული იყო. ასე რომ, ოხოტნიკოვს ტყვიის ნაცვლად დანა მოხვდა – იუსისმა ის მსუბუქად დაჭრა. უცნობია, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი ჩხუბში იქვე მდგომი ვოროშილოვის, ბუდიონისა და სხვების ჩარევა რომ არ მომხდარიყო.

ინციდენტის უხმაუროდ მოგვარება

თუკი ფიქრობთ რომ ამის შემდეგ ოხოტნიკოვი დილეგში ჩააგდეს ცდებით, 1927 წელს სტალინური რეპრესიები ჯერ არ იყო დაწყებული, ბესარიონის ძე კი ჯერ კიდევ არ იყო იმ ქვეყნის ლიდერად ქცეული, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა და რომელსაც მოგვიანებით ძრწოლვითა და მოწიწებით ყველა “ერის მამას” და “ტირანს” ეძახდა. სკანდალის ჩახშობას საგულდაგულოდ ცდილობდნენ: მისი გამწვავება მომგებიანი არავისთვის იყო. სამხედრო სარდლობა ტუხაჩევსკის ხელმძღვანელობით კურსანტებს შუამდგომლობდა: ბიჭების ნამოქმედარს ამართლებდნენ და აცხადებდნენ რომ მათ საუკეთესო სურდათ, რომ ცოტა გადააჭარბეს, რომ ემოციებს ვერ გაუმკლავდნენ… ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ ფრონტის გმირები იყვნენ. მათ სერიოზულ დასჯას არც სტალინი ითხოვდა.

პარტიიდან გარიცხვა

მეტიც, ოხოტნიკოვი აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით საერთოდ არ დასაჯეს, მასთან მხოლოდ საუბრით შემოიფარგლნენ, თუმცა სტალინმა მისი მხრიდან სახალხო დამცირება მაინც ვერ დაივიწყა: მისი სიამაყე ისევე როგორც ღირსება ძლიერ იყო შელახული. ბელადმა მომხდარი, მეხსიერების შორეულ კუნჭულში დროებით შემოინახა, თუმცა დავიწყებას არ მისცა. ამასობაში იაკოვმა მშვიდად დაამთავრა სამხედრო აკადემია, ინსტიტუტის ხელმძღვანელიც გახდა, რომელიც თვითმფრინავების ქარხნების პროექტირებით იყო დაკავებული, თუმცა იმ საბედისწერო შემთხვევიდან 5 წლის შემდეგ ის კვლავ ზღვარზე აღმოჩნდა: ოხოტნიკოვი “კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის” პარტიიდან გარიცხეს, მაშინ ასეთი ბრალდებით ბევრს უპრობლემოდ ხვრეტდნენ, მას კი – კვლავ გაუმართლა: ის მხოლოდ მაგადანში გადაასახლეს, სადაც ავტობაზას ხელმძღვანელობდა.

შურისძიება 10 წლის შემდეგ

გარკვეული პერიოდის შემდეგ, იაკოვ ოხოტნიკოვი განვითარებული რეპრესიების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდა. 1936 წლის აგვისტოში ის მაგადანიდან მოსკოვში ჩაიყვანეს და მომავალი წლის გაზაფხულზე დახვრიტეს. რისთვის? რისთვის და “სახელმწიფო ღალატისთვის”, სინამდვილეში კი 1927 წლის 7 ნოემბერს ამხანაგ სტალინზე თავდასხმის გამო, მის კვალდაკვალ დახვრიტეს ისინიც, ვინც მას მფარველობდნენ: ტუხაჩევსკი და სხვა სამხედრო ლიდერები. მათ ბრალი ღალატსა და ჯაშუშობაში დასდეს. ზოგიერთი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ სტალინი იუნკერის მიერ თავდასხმას მთელი ამ წლების განმავლობაში მეხსიერებაში საგულდაგულოდ ინახავდა. ის პატიებას არ აპირებდა, შურისძიებისთვის ის მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდა, და ეს დროც დადგა, ოღონდ 10 წლის შემდეგ.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი