თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების ახალი კორპუსი აშენდება

მარინა ხაჩიძე
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის პროექტირების კონკურსი დასრულდა.

თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით, თსუ-ს პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსი აშენდება, სადაც ასევე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

თსუ-ს პრესსამსახურის ცნობით, კონკურსის შედეგად წარმოდგენილი რვა პროექტიდან არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად დააკმაყოფილებს ახალი კორპუსის დანიშნულებას, არ შეცვლის თსუ პირველი და მეორე კორპუსების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს.

საპროექტო კონცეფციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

პროექტების წარმოდგენის პროცედურები მიმდინარე წლის 30 იანვარს დასრულდა. 31 იანვრიდან პროექტების გაცნობისა და შეფასებისთვის თსუ-ს პირველ კორპუსში გამოიფინა რვა არქიტექტურული კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

გაუზიარეთ ეს სტატია
პროფესიული განათლებისა და დასაქმების ჟურნალისტი. წერს კარიერის, სამუშაო ბაზრისა და პროფესიული კოლეჯების შესახებ.
კომენტარები ჯერ არ არის