რუსთაველის თეატრში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების შემაჯამებელი ღონისძიება „აფხაზეთისთვის“ გაიმართა

სალომე წერეთელი
0 წუთიანი წაკითხვა

რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების შემაჯამებელი ღონისძიება „აფხაზეთისთვის“ გაიმართა. მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველია გასული 30 წლის განმავლობაში. გალაკონცერტზე შესრულდა როგორც აფხაზური ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები.

თეატრის ფოიეში ასევე მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებისა და აფხაზეთის ბეჭდური გამოცემების, ჟურნალების – „რიწა“ და „იალქანი“ გამოფენა.

გაუზიარეთ ეს სტატია
ლიტერატურისა და კულტურის კრიტიკოსი. სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული სტატიები ეძღვნება ქართულ ლიტერატურას და ხელოვნებას.
კომენტარები ჯერ არ არის