პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„წუხელ ადრე დაიძინეს, სკოლაში უნდა წასულიყვნენ დღეს დილით...როგორი მძიმეა ეს ყველაფერი. არც...

„წუხელ ადრე დაიძინეს, სკოლაში უნდა წასულიყვნენ დღეს დილით…როგორი მძიმეა ეს ყველაფერი. არც გასკდა ეს ოხერი გული” – დათო ლიკლიკაძე ნერგეეთის ტრაგედიაზე

დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სოფელ ნერგეეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:

„წუხელ ადრე დაიძინეს. სკოლაში უნდა წასულიყვნენ დღეს დილით. სოფლად მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ჯვარი უფრო მძიმეა. მათ ჯიპებით არ აკითხავენ და სკოლის კარამდე არ მიყავთ აქაოდა ფეხი არ დაუსველდეთო. მძიმეა, მძიმე თქვენი ჯვარი სოფლად მცხოვრებო ბავშვებო.
ამიტომაც დაიძინეთ ადრე.

სკოლის ნაცვლად უფრო მძიმე ტალახში გეძებთ დილიდან.
მერამდენედ გვართმევს ეს მიწა ადამიანებს, მოსწავლეებს, მთელ ოჯახებს…

იძინეთ მშვიდად უბედურ დღეზე გაჩენილო მოსწავლეებო. ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ დედამიწის გამოყენებას, ხეებს მოვჭრით, მანამდე კი იმ ტოტებს, რომლზედაც ვსხედვართ.

როგორი მძიმეა ეს ყველაფერი.
არც გასკდა ეს ოხერი გული”, – წერს დათო ლიკლიკაძე.

ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა.

შეგახსენებთ, რომ ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „ჩემს ცხოვრებაში არაფერსაც არ ვნანობ…“ - ეკა მამალაძე პირადზე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი