სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე დააკავეს

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
განათლების სამინისტრომ დაამტკიცა საჯარო სკოლების დირექტორობის კონკურსის განახლებული წესი. ცვლილებები მიზნად ისახავს პროცესის გამარტივებას და ხარისხის გაუმჯობესებას.

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დააკავა.

როგორც პროკურატურის მიერ შვიდ თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ორი პირი დააკავა.

“გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ გამოძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა, 2015-2023 წლებში თითქოსდა სამივლინებო, სამეურნეო, ასევე თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის დანიშნულებით, როგორც საკუთარ, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ზედმეტად ჩარიცხეს 533 576 ლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა საგანმანათლებლო დაწესებულებას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა და ბუღალტერმა, 2022-2023 წლებში, სკოლის წლიური ანგარიშების შედგენის დროს, საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, საბანკო ამონაწერებში ყალბი მონაცემები შეიტანეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებს აღნიშნული სახით წარუდგინეს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია განცხადებაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

READ  სკოლებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა იწყება: "ვერ ვხედავ, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე რესურსი - google-თან და microsoft-თან კონკრეტული მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს"

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

📍 თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე დააკავეს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 11]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a6%e1%83%90/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network