პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაიურიდიული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა

იურიდიული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სახელით აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე – სასამართლო, როგორც საზოგადოების მცველი ევროკავშირის ქვეყნებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების, იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კონკურსის მიზანია, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და მათი წახალისება იმისთვის, რომ ამ საკითხზე კვლევა გააგრძელონ. მონაწილეებმა უნდა გააცნობიერონ რა როლი აქვს სასამართლოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც საქართველოში, ასვე ევროკავშირის ქვეყნებში.

ნაშრომში ყურადღება უნდა გამახვილდეს, რა როლი აქვს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ევროკავშირის ქვეყნებში, რამდენად დიდი კავშირია სამართლიან სასამართლოსა და მოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობას, ადამიანის ძირითადი უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შორის. მეორე მხრივ, ნაშრომში უნდა გამოიკვეთოს საქართველოს კონტექსტი. ესეში განხილული უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობა. ნაშრომი შეიძლება შეეხოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ თემას.

ნაშრომის მახასიათებლები:

ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1500 და არაუმეტეს 3000 სიტყვა. იგი უნდა შედგებოდეს შესავლისგან, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისგან, ასევე უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი. ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, საიას აკადემიური წერის სტანდარტების შესაბამისად.1

სამი საუკეთესო მონაწილე დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებით – პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს ლეპტოპს, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები მიიღებენ პლანშეტებს.

ნაშრომი ფასდება 100 ქულიანი სისტემით:

  • საკვლევი საკითხის რელევანტური მასალის, საერთაშორისო გამოცდილების ასახვა და ადგილობრივი კონტექსტის კრიტიკული გააზრება – 30 ქულა;
  • ანალიზის, არგუმენტებისა და დასკვნების გამართულობა – 30 ქულა;
  • ნაშრომის ენობრივი და სტილისტური გამართულობა – 30 ქულა;
  • საკვლევი საკითხის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა – 10 ქულა.

ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ესეს გამოგზავნა. არ მიიღება უკვე გამოქვეყნებული ნაშრომები. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება კონკურსიდან.

ნაშრომების წარმოდგენის ვადაა – 4 მარტი და იგი უნდა გაგზავნოთ შემდეგ მეილზე: tkhukhia@gyla.ge. („subject”-ში მიუთითეთ „ესეების კონკურსი“.) კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით მეილზე: tkhukhia@gyla.ge

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 2011 წლის 29 აპრილს შეიქმნა და 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციას 2023 წლიდან თავმჯდომარეობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი