ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაროგორ გაბატონდნენ მონღოლები საქართველოში

როგორ გაბატონდნენ მონღოლები საქართველოში

122 წელს გარდაიცვალა ლაშა გიორგი და სამეფო ტახტზე მისი და რუსუდანი ავიდა. ამ უკანასკნელის დროს 1125 წელს საქართველოს შემოესია შორეული ხორეზმის მმართველი ჯალალედინი და თბილისიც კი აიღო, რომელიც სასტიკად დაარბია. სულ მალე, მე-13 საუკუნის 30-იან წლებში, საქართველოს უკვე მონღოლები შემოესივნენ და დაიპყრეს იგი. რუსუდანმა ხარკის გადახდა იკისრა.

მონღოლები ორ მთავარ ჯგუფად იყოფოდნენ: მონღოლებად და თათრებად. საქაროველოში და სხვა ქვეყნებშიც მონღოლებს ჩვეულებრივად თათრებს ეძახდნენ. მათი სამშობლო ცენტრალური აზია იყო. მონღოლები მომთაბარე ხალხი იყო, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდენ საკვებისა და საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ტყეში მობინადრე მონღოლთა ტომები უმთავრესად მონადირეობითა და მეთევზეობით ცხოვრობდნენ. ველად მოსახლე მონღოლები მხოლოდ მესაქონლეობას მისდევდნენ, რომელიც მომთაბარეობის პრინციპზე იყო დამყარებული: ზაფხულში ისინი მთაში ადიოდნენ, ზამთარში კი ბარად ჩამოდიოდნენ. მიწათმოქმედებას არ მისდევდნენ. მესაქონლეობის მთავარ დარგად მეცხენეობა ითვლებოდა, რადგანაც ცხენი მათთვის ძვირფასი იყო. ისინი ცხენის რძეს სვამდნენ და ძირითადად ცხენის ხორცით იკვებებოდნენ.

მარტო მესაქონლეობა მათ არსებობისათვის საკმარის სახსარს ვერ აწვდიდა. ამიტომ დანაკლისის შევსება მათ მონადირეობით უხდებოდათ. მაგრამ არც ეს იყო საკმარისი და მათი არსებობის მესამე წყაროს მეკობრეობა და მტაცებლობა შეადგენდა.

მონღოლები გვაროვნული წესწყობილების ხალხი იყო, მაგრამ მე-13 საუკუნის დამდეგისათვის მათი გვაროვნული წყობილება უკვე საკმაოდ შერყეული იყო და თავისებური ფეოდალიზმის ჩანასახი მათ ცხოვრებაში უკვე ჩანდა. მე-12 საუკუნის დამლევისათვის მონღოლთა მეთაურებს შორის გაძლიერდა ერთი, სახელად თემუჩინი, რომელმაც თანდათან სძლია თავის მეტოქეებს და მონღოლები გააერთიანა. 1206 წელს მონღოლთა თავკაცების ყრილობამ თემუჩინი აღიარა თავის მბრძანებლად და თემუჩინმა ჩინგიზ-ხანის ახალი სახელი მიიღო.

მალე ჩინგიზ-ხანმა მეზობელი ქვეყნების დაპყრობას მიჰყო ხელი და თავისი სამფლობელო ძალიან გააფართოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინგიზ-ხანის სამფლობელო მის ოთხ შვილს შორის იყო გაყოფილი. უფროს შვილს, ჯუჩის, ჩრდილო-დასავლეთი ქკეყნები ერგო. აქ, კავკასიონისა და კასპიის ზღვის ჩრდილოეთით, თანდათანობით ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული „ოქროს ურდო“ ანუ „ჯუჩის ულუსი“, რომელსაც რუსეთი ემორჩილებოდა. ჩინგიზ-ხანის შთამომავლობის მეორე შტო კი დამკვიდრდა ირანში; მათ ირანის ილხანებს ანუ ჰულაგიდებს ეძახიან. მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში ჯუჩიდებსა და ჰულაგიდებს შორის მწვავე და ხანგრძლივი ბრძოლა ატყდა.

ამრიგად, მონღოლური წყობილება უმთავრესად სამხედრო ორგანიზაციის წესს დაემყარა. მთელ მათ ყოფა-ცხოვრებას სამხედრო ხელისუფლება განაგებდა. საქართველოში, პირიქით, სამხედრო ხელისუფლება სამოქალაქოს ემორჩილებოდა. მთავრობის სათავეში მწიგნობართუხუცესი იდგა, რომელიც „ვაზირთა უპირველესი“ იყო. მას სხვა ვაზირებთან ერთად ამირსპასალარიც ექვემდებარებოდა. საქართველო, ინტესიური მეურნეობისა და მაღალი კულტურული დონის სახელმწიფო იყო.

საქართველოში დამკვიდრების შემდეგ მონღოლები საქართველოს იმავე წესით მოწყობას შეუდგნენ, როგორიც თვითონ ჰქონდათ. მათ საქაროველო დუმნებად დაყვეს. მთელი საქართველოს სახელმწიფო რვა ათიათასეულად ანუ დუმნად იყო დანაწილებული. პირველ დუმანს ჰერეთ-კახეთი და მისგან აღმოსავლეთით მდებარე თემები შეადგენდა. ამ დუმნის უფროსად ეგარსლან ბაკურციხელი დაინიშნა. მეორე დუმანს ქვემო ქართლი და მისი აღმოსავლეთით მოსაზღვრე თემები შეადგენდა. მის უფროსად ვარამ გაგელი ითვლებოდა. მესამე დუმნის, რომელიც სომხური თემებისაგან შედგებოდა, უფროსი შანშე მხარგრძელი იყო. მეოთხე დუმანი, შიდა ქართლი, გრიგოლ სურამელს ექვემდებარებოდა. მეხუთე დუმანი, ჯავახეთი, გამრეკელ თორელის საგამგეო იყო, მეექვსე კი, დანარჩენი მესხეთი ერზერუმამდე, ჯაყელისა. დასავლეთი საქართველო მონღოლებმა ორ დუმნად გაინაწილეს და ცოტნე დადიანსა და რაჭის ერისთავს დაუმორჩილეს. მაგრამ დუმნებად დანაწილებამ საქართველოში დიდხანს ვერ იარსება და მალევე მოისპო.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
„საქართველოში, ადამიანები ყველაზე ხშირად, ინტერნეტზე არიან დამოკიდებული“

„საქართველოში, ადამიანები ყველაზე ხშირად, ინტერნეტზე არიან დამოკიდებული“

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი