შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიორი შვილი მყავს, ერთი ფეხსაცმელი აქვთ, რიგ-რიგობით დადიან სკოლაში – შიო მღვიმელის...

ორი შვილი მყავს, ერთი ფეხსაცმელი აქვთ, რიგ-რიგობით დადიან სკოლაში – შიო მღვიმელის აქამდე უცნობი წერილი

ცოტა ხნის წინ კულტურის სამინისტრომ, პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის, მწერალთა კავშირის საბჭოს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და დრამატული საზოგადოების წევრის ილია აგლაძის არქივი შეიძინა. უნიკალური მასალა, მალე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაიდებს ბინას.

მრავალფეროვანი საარქივო მასალები 370 ხელნაწერსა და ნაბეჭდ დოკუმენტს მოიცავს. მათ შორისაა დავით კლდიაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილის, კოტე მაყაშვილის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ქუჩიშვილის, სანდრო შანშიაშვილის, აკაკი პაპავას, ვალერიან გუნიასა და სხვათა უცნობი ავტოგრაფები.

არქივში ასევე ინახება ილია აგლაძის მეუღლის, მწერლის, მთარგმნელის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებლის, ოლღა ბეჟანიშვილი – აგლაძის წერილები, ჩანაწერები და ქალთა საკითხებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.

საარქივო მასალა აერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის, კერძოდ, მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან, 1917 წლიდან 1921 წლამდე საინტერესო დოკუმენტებს, მათ შორის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა წერილებსა და განცხადებებს, მწერალთა კავშირის სხდომის ოქმებს, მწერალთა პირველი კონფერენციის დოკუმენტებს, მიმართვებსა და პირველ წესდებას, მწერალთა ხელწერილებს, მწერალთა კავშირის ბუღალტრულ საბუთებს, კვიტანციებს, მწერალთა ფაქსიმილების სიებს, ღია ბარათებს და ჟურნალებს.

მათ შორისაა საბავშვო მწერლის, შიო მღვიმელის (ქუჩუკაშვილის) უნიკალური წერილი, რომელიც 1927 წლის 20 ოქტომბრით თარიღდება.

ორ აბზაციან წერილში მღვიმელი, ქართველთა მწერალთა საბჭოს გამგეობას თხოვნით მიმართავს…

   ქართველ მწერალთა საბჭოს გამგეობას, შიო მღვიმელის თხოვნა

„დღევანდელმა მეტისმეტმა სიძვირემ და აუტანელმა გარემოებებმა ცუდს მდგომარეობაში ჩამაყენა. ჩემი ორი ქალი სწავლობს ქართულ გიმნაზიაში, ერთი მეშვიდე კლასშია, მეორე მეექვსეში, მხოლოდ ფეხსაცმელი კი ერთი წყვილი აქვთ და დღე – გამოშვებით, რიგ-რიგად დადიან სასწავლებელში. რაც შეეხება ზამთრისთვის მომარაგებას, შეშის მხრივ ამაზე ფიქრი ჩემთვის ხედ მეტია.

უმორჩილესადა გთხოვთ სესხად მომიხერხოთ ერთი ათასი თუმანი და დამიხსნათ გაჭირვებული მდგომარეობიდან. მომავალი ნოემბრის ოციდან შემიძლია თავისუფლად ვიხადო ხუთას ხუთასი (500) მანეთი მუდამ თვე. შიო მღვიმელი. 1927 წლის 20 ოქტომბერი.“ – ნათქვამია წერილში.

READ  "აპოკალიფსი 2025 წელს დაიწყება, ომი გაანადგურებს ევროპის მოსახლეობას"- როგორია ვანგას წინასწარმეტყველება

ხელნაწერი წყაროები დღემდე უცნობი იყო როგორც მკვლევარებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის და წარმოადგენს სანდო დოკუმენტებს მწერალთა კავშირის საინტერესო პერიოდის შესასწავლად.

მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი