ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიროდესაც ტრაქტორზე მყოფს მხედავდნენ, ყველას სიცილი და გაკვირვება ეუფლებოდა – მამა თეიმურაზის...

როდესაც ტრაქტორზე მყოფს მხედავდნენ, ყველას სიცილი და გაკვირვება ეუფლებოდა – მამა თეიმურაზის ჩანაწერებიდან

გთავაზობთ ამონარიდს, მამა თეიმურაზის ჩანაწერებიდან:

ფეხით სიარულს ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ. ცოცხალი ურთიერთობა გაქვს სამყაროსთან. ადამიანებთან. მაგრამ… როდესაც დიდი ჩაილურის მოძღვრობა მარგუნა ყოვლად-სახიერმა უფალმა, ჩემი ადამიანური ძალმოსილებიის უძლურებიდან გამომდინარე, ამდენ კილომეტრს ფეხით ვერ დავფარავდი. ხოდა… იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების და მრევლის დახმარებით თითქმის ყველა სახის ტრანსპორტით მიწევს მგზავრობა. ე.წ. „ჯიპით” ; მშვენიერი ტრაქტორით; ე.წ “ჯიპზე“ უფრო ძვირადღირებული ცხენით და ა.შ…

ერთი პერიოდი ისეთი ავტომობილით გადავაადგილდებოდით, რომლის პატივისცემაც ძნელად, თუ დაავიწყდება ადამიანს. მართალია, წყალი ჩამოდიოდა. ბენზინს, ზეთს და წყალს ერთნაირი რაოდენობით მოიხმარდა და სიარულისას ისეთ ხმებს გამოსცემდა თავი რკინის სამჭედლოში გეგონებოდა, მაგრამ იყო მასში რაღაც ისეთი რაც ადამიანს იზიდავდა . . .

დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ამ ავტომობილის საგმირო საქმეებზე, მაგრამ ეს პირადი საუბრის დროს იყოს… თუ ვინმე გაიფიქრებთ, რომ გაგვეყიდა, ეს ასე ადვილი საქმე არ გახლდათ. მისი თვითღირებულება 400 დოლარი იყო, მაგრამ როდესაც მანქანის სანახავად მოდიოდნენ მისი ფასი ყველას კატასტროფულად ეძვირებოდა… ერთხელ ერთმა დალოცვილმა ადამიანმა ამ მანქანაზე გვითხრა: „სირცხვილი ამ მთავრობას ! უკეთესი მანქანა, რომ არ გამოგიყოო“. მას ეგონა, რომ სასულიერო პირები მთავრობის მიერ გამოყოფილი ავტომობილებით გადავაადგილდებით. როდესაც ავუსხენი, რომ ეს ასე არ იყო, ვერაფრით დაიჯერა…

კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც სოფელში ტრაქტორით გადავაადგილდებოდი, ყველას გაოცებული სახე ჰქონდა და ცდილობდნენ ტელეფონის კამერით დაეფიქსირებინათ ეს მოვლენა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თავი იმპერატორი მეგონა, რომელიც ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ტრიუმფალური თაღით შედიოდა ქალაქში.

ერთხელ ჩემი მეგობრის დახმარებით, რომელსაც ჯიპი აქვს ( მინდა გითხრათ, რომ მის ამ ავტომობილს შეთავსებული აქვს ყველა ტვირთმზიდი საშუალების ფუნქცია) სოფელში სამშენებლო მასელები წავიღეთ, იმ დღესვე მომიწია ტრაქტორით მგზავრობაც. ვაკვირდებოდი ადამიანებს და ერთ რამეს მივხვდი, როდესაც ჯიპში მხედავდნენ არანაირი რეაქცია არ შეინიშნებოდა მათ სახეზე, ხოლო როდესაც ტრაქტორზე მყოფს მხედავდნენ ყველას სიცილი და გაკვირვება ეუფლებოდა.

საოცარია ერთი რამ, რასაც ამ ამბების შემდეგ ჩემს თავზე დაკვირვებით მივხვდი. ჯიპში, ცხენზე თუ ტრაქტორში მე – ყველგან ისევ ის ნაგავი ვიყავი – რაც ვარ. წარმოიდგინეთ და ვერცერთმა გადაადგილების საშუალებამ ვერ შემცვალა და გამაკეთილშობილა. ამით კი, იმის თქმა მსურს, რომ ნურასოდეს შეაფასებთ ადამიანებს გარეგნულად. ყველას გულში ეძებეთ ნამდვილი ადამიანი. ვეძებოთ სიკეთე, რომელიც ყველა ადამიანშია. ვეძებოთ ერთმანეთში სიყვარული და თუ ამის პოვნას შევძლებთ, მაშინ უკვე აზრი აღარ ექნება არანაირ გარეგნულ ფასეულობას.“იყვარებოდეთ ურთიერთ-არს

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი