პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
spot_img
მთავარიგამოცდები„მათემატიკაში განსაკუთრებით უჭირთ ნახაზების აგება“ – 2 ამოცანის მაგალითი და სპეცილისტის დარიგება...

„მათემატიკაში განსაკუთრებით უჭირთ ნახაზების აგება“ – 2 ამოცანის მაგალითი და სპეცილისტის დარიგება 2024 წლის აბიტურიენტებს

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება რა არჩევანი გააკეთეს აბიტურიენტებმა საგნების მიხედვით, თუმცა სხვა წლების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, უმაღლესში მათემატიკით ჩაბარებას ისტორიაზე ბევრად ნაკლები აპლიკანტი ცდილობს. გასული წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 15.75 % -მა ვერ გადალახა, ამ საგანში გამოცდაზე გასულთა რაოდენობა კი თითქმის 15 ათასი იყო. მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულაც სულ რამდენიმე ათეულმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება აბიტურიენტების ნაწილმა ერთი წლის წინ დაიწყო, სხვები კი ახლა ემზადებიან აქტიურად და კარგად ესმით, რომელია ის დავალებები, რომელთა შესრულებისთვისაც მეტი დრო, ძალისხმევა და ცოდნა სჭირდებათ.

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტის რთულად შესასრულებელ დავალებებზე ვისაუბრებთ. ჩვენი რესპონდენტი კი მათემატიკის სპეცილისტი და გამოცდილი რეპეტიტორი, თიკო ალიმბარაშვილი იქნება, რომელიც თქვენთვის საჭირო რჩევებთან ერთად, იმ ტექნიკას გაგაცნობთ, რომელიც რთულად შესასრულებელი ამოცანების სწორად შესრულებაში დაგეხმარებათ.

რა ვიცით მათემატიკის ტესტის შესახებ:  2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებისთვის შედგენილი მათემატიკის საგამოცდო ტესტი 41 დავალებას მოიცავს. მათგან 37 არჩევითპასუხებიანი დავალებაა, 4 კი – ღია, წერითი დავალება. ღია დავალებებიდან 2 სამქულიანია, ხოლო 2 – ოთხქულიანი. შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა არის 14.

– თიკო, ვიდრე უშუალოდ დავალებებზე ვისაუბრებთ გვითხარით, ამ ეტაპზე – გამოცდებამდე სამი თვით ადრე, რა ცოდნა უნდა ჰქონდეს აბიტურიენტს, რომელიც მათემატიკას აბარებს?

– საგამოცდო პროგრამის ცოდნასთან ერთად, აბიტურიენტი უკვე ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა ფლობდეს სწორად წერის ტექნიკას, ეს ეხება ყველა აბიტურიენტს განურჩევლად იმისა, თუ რომელ საგანს აბარებს ის. ხშირად მხვდება, ისეთი ნამუშევარი, რომელშიც მიჭირს გავარჩიო ჩანაწერი. ეცადეთ, რომ მათემატიკის საგამოცდო ტესტშიც თანმიმდევრულად და გარკვევით ჩამოაყალიბოთ თქვენი სათქმელი, ღია სავარჯიშოების შესრულების პროცესში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

– რომელ დავალებებზე მუშაობა უჭირთ აბიტურიენტებს თქვენი ინფორმაციით და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

– აბიტურიენტებს განსაკუთრებით უჭირთ ნახაზების აგება. უმეტესად სტერეომეტრიაში, რადგან დაზეპირებული აქვთ ფორმულები და გააზრებულად ნასწავლი არ აქვთ. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ აბიტურიენტებს ამ ეტაპზეც უჭირთ დავალების პირობის გააზრება, რაც სააზროვნო უნარ-ჩვევებთან მეტად არის დაკავშირებული, ვიდრე მათემატიკის ცოდნასთან.

– როგორ უნდა გაუმარტივდეთ თქვენს მიერ დასახელებულ „რთულ“ დავალებაზე მუშაობა?

– აბიტურიენტებო, ეს დავალებები მათემატიკის საგანში განსაკუთრებით გიჭირთ და შევეცდები აგიხსნათ როგორ შეასრულოთ უფრო მარტივად.

ავიღოთ ასეთი ამოცანა:

n-ის რა მნიშვნელობისთვისაა A(4;m;-2) და b(-4;m;-2) წერტილები C(0;2;-2) წერტილის მიმართ სიმეტრიული?

ერთი შეხედვით არ ჩანს რთული დავალება, მაგრამ უჭირთ სწორად შესრულება და პასუხამდე მათემატიკური ლოგიკით მისვლა. პასუხის პოვნისთვის იწყებენ ნახაზის აგებას. აქ კი ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაკარგოთ დრო ნახაზის აგებაზე, არც მანძილის პოვნაზე და დაინახოთ სიმეტრიის ძირითადი თვისება, გამოიყენოთ შუაწერტილის კოორდინატების გამოთვლის თვისება (ეს საშუალო არითმეტიკულით გამოითვლება) და მარტივად იპოვნით m ცვლადს.

განვიხილოთ ასეთი ამოცანა:

იპოვეთ 1-ზე მეტი ნატურალური რიცხვი თუ 573; 714 და 902 რიცხვები უნაშთოდ იყოფა n-ზე და გაყოფისას ნაშთში ერთსა და იმავე ნაშთს იძლევიან.

ერთი შეხედვით არის უმარტივესი ამოცანა, რომელიც მარტივ მამრავლთა დაშლით შეიძლება ამოიხსნას და ჩასმის გზით იპოვონ n და ნაშთი. მაგრამ უფრო მარტივი გზაა, თუ გაიხსენებთ, რომ მათი საერთო გამყოფი, შეიძლება ვიპოვოთ მათი სხვაობებიდან. 902-573=329 ; 902-714=18; 714-573=141 მიღებული სხვაობების უსგ=47 ასე მარტივად იპოვით n-ის მნიშვნელობას ხოლო ნაშთი იქნება 9. 902:47=19(9) 714:47=15(9) 573:47=12(9). არ დაგავიწყდეთ ღია სავარჯიშოში პასუხის დაწერა n =47 და ნაშთი 9.

– რაც შეეხება ღია და არჩევითბოლოიან დავალებებს, რა იქნებოდა თქვენი რჩევა, რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა სწორედ ახლა, მომზადების ამ ეტაპზე?

– აბიტურიენტებო, დახურული სავარჯიშო ნებისმიერი გზით შეგიძლიათ დაწეროთ. თუ ხვდებით, რომ გაგიჭირდათ და დიდ დროს კარგავთ, დაანებეთ თავი და შემდეგ საკითხზე გადადით. ბოლოს მიუბრუნდით და შეიძლება ისეთი ამოხსნის გზაც დაინახოთ, რომლითაც მარტივად მიიღებთ სწორი პასუხს. რაც შეეხება ღია სავარჯიშოებს, სულ რომ ბოლომდე ვერ დაწეროთ და სწორი პასუხი ვერ მიიღოთ, მიჰყევით ნაბიჯ-ნაბიჯ, გააკეთეთ ნახაზი, ჩანაწერი. სადამდეც შეძლებთ, დაწერეთ. არასდროს დატოვოთ ცარიეული ფურცელი, ეს აქედანვე უნდა დაიმახსოვროთ და ტესტზე სწორედ ამ პრინციპით იმუშაოთ. ეს ქულის მოპოვების შანსებს გაგიზრდით, შესაძლოა მაქსიმალური ქულის არა, მაგრამ მინიმალური ქულის მოპოვების შანსი ნამდვილად გექნებათ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი