“ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა… ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით და ვარჯიშზე მიდიოდა…” – ემოციური ამბავი გამარჯვების გოლის ავტორ ნიკა კვეკვესკირზე

“ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა… ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით და ვარჯიშზე მიდიოდა…” – ემოციური ამბავი გამარჯვების გოლის ავტორ ნიკა კვეკვესკირზე | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა. ისტორიულ გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გულშემატკივრები გუშინდელი დღიდან აღნიშნავენ და ერთმანეთს ულოცავენ. თამაშის გადამწყვეტი პენალტი ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა და ნაკრემს გამარჯვება მოუტანა.

როგორც ცნობილია, ნიკა კვეკვესკირი აფხაზეთიდანაა დევნილი. მის შესახებ კი სოციალურ ქსელში ნანა ცქვიტარია ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“გამარჯვების გოლის ავტორზე, ნიკა კვეკვესკირზე, მინდა ვთქვა რაღაც.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გალიდანაა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით.

მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო.

90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა.

კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ 1 კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ.

კიდევ მახსოვს, ერთხელ, მარშრუტკის მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს მარშრუტკაში ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის.” – წერს ნანა ცქვიტარია.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). “ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა… ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით და ვარჯიშზე მიდიოდა…” – ემოციური ამბავი გამარჯვების გოლის ავტორ ნიკა კვეკვესკირზე. 29 მარტი, 2024. https://sheniganatleba.ge/ომის-შემდეგ-ზუგდიდში-დევ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. “ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა… ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით და ვარჯიშზე მიდიოდა…” – ემოციური ამბავი გამარჯვების გოლის ავტორ ნიკა კვეკვესკირზე [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%92-%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%95/
sheniganatleba.ge
READ  VIDEO: „...მეუბნება, იამანს შენი ძმა არ მოუკლავს, ტყუილად ერჩი, ძალიან კარგი ბიჭიაო“ - რას იხსენებს ნანა სტამბოლიშვილი გადაღებიდან
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network