ცნობილია რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო და საგრანტო კონკურსის გამოცდებზე

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოში ახლა შესაძლებელია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება. ეს რეფორმა ახალ შესაძლებლობებს უქმნის ქართველ სტუდენტებს მთელ მსოფლიოში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულთა რიცხვი წელსაც რეკორდულია.

8 აპრილს ცენტრმა საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა სტატისტიკაც გამოაქვეყნა:

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა მათ 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული რიცხვი გამოქვეყნდება.

მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 15 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

READ  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის