სუსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღია აღმოჩენილი, არ დასტურდება და ყალბია.

როგორც „იმედინიუსს“ სუს-ში განუცხადეს, „ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

ამასთან, უწყების განმარტებით, ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში ჩატარდა და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საეჭვო არაფერია აღმოჩენილი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, სადაც თბილისის სკოლებში ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ქვეყნდება.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
READ  VIDEO: ზურაბ მხეიძის, დალი ჩიტალაძისა და მარი ნაკანის რჩევა - როგორ მოვახდინოთ პირველი ეფექტი წარმატებით
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის