„არა დედა, ამას არასოდეს ამოვიღებ, ეს საქართველოს ეკალი არისო“ – პატარა ემიგრანტის ემოციური ისტორია

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჟურნალი “კარიბჭე” აქვეყნებს ემიგრანტის წერილს, რომელიც ერთი გოგოს დიდ სიყვარულზეა, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“მოგესალმებით. ძალიან დიდი თავმდაბლობით მინდა ერთი პატარა ამბავი მოგითხროთ, რომელიც ჩემს პატარა გოგოს ნინოს გადახადა. ჩვენ ოჯახით 2004 წელს საბერძნეთში წამოვედით დროებით საცხოვრებლად , ნინო მაშინ 4 წლის იყო და ძალიან განიცდიდა საქართველოდან წამოსვლას, განსაკუთრებით ბებიასთან და ბაბუასთან განშორებას. 2 წლის მერე დავბრუნდით საქართველოში და ბავშვებმა 2 ძალიან ბედნიერი კვირა გაატარეს სოფელში. როცა ისევ დავბრუნდით საბერძნეთში, ერთ დღეს (დაახლოებით ერთი კვირის დაბრუნებულები ვიყავით), ნინო მოვიდა და მეუბნება: დედა ხელი მტკივა და ვეღარ ვუძლებ, გაწითლებული მაქვსო, დავხედე და ეკალი ჰქონდა ხელის გულზე და დაჩირქებოდა. მე ვუთხარი: უნდა ამოგიღო, დედა, ეკალი, დაჩირქებული გაქვს-მეთქი. იმ წამსვე ხელი გამომგლიჯა, ჩაიხუტა და მითხრა: არა დედა, ამას არასოდეს ამოვიღებ, ეს საქართველოს ეკალი არისო. რამდენიმე დღე კიდევ გაუძლო ტკივილებს და ეკალი არაფრით არ ამომაღებინა ხელიდან. სრულად

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. „არა დედა, ამას არასოდეს ამოვიღებ, ეს საქართველოს ეკალი არისო“ – პატარა ემიგრანტის ემოციური ისტორია [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  „ძალიან დააკლდება ქუთაისს...“ – ქუთაისის მერი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network