კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიიცოდით, რომ აშშ-ის ყველა პრეზიდენტი, ერთის გარდა, ნათესავები არიან? - ვინ იყო...

იცოდით, რომ აშშ-ის ყველა პრეზიდენტი, ერთის გარდა, ნათესავები არიან? – ვინ იყო მამაკაცი, რომლის სისხლსაც პრეზიდენტების უდიდესი ნაწილი ატარებს

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები (მარტინ ვან ბიურენის გარდა), მათ შორის, ბარაკ ობამაც, ინგლისის მეფის, ჯონ უმიწოს (1167—1216) შთამომავლები არიან. ჯონი იყო რიჩარდ I «ლომგულის» ძმა, მეფე, რომელსაც, ლეგენდის მიხედვით, რობინ ჰუდი ებრძვოდა.

ამრიგად, ამერიკის ყველა პრეზიდენტს, ერთმანეთთან ახლო და შორეული ნათესაობა აკავშირებთ.
ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ, ობამა ყველაზე ახლოს არის ინგლისის სამეფო კარის უმაღლეს პერსონებთან. ის ერთდროულად ბრიან ბორუს (ირლანდიის მეფე), ედუარდ I (ინგლისის მეფე) და ვილჰელმ I (შოტლანდიის მეფე) შთამომავალია.

ბარაკ ობამას ძარღვებში, ამერიკის სხვა აფრო-ამერიკელების უმრავლესობისგან განსხვავებით, ამერიკელი შავკანიანი მონების სისხლი არ არის. სამაგიეროდ, ბევრია სამეფო სისხლი. საქმე იმაშია, რომ მისი წინაპრები, დედის მხრიდან, ედვარდ ფიცრანდოლფი (1607-1684) და მართა ელტონჰედი (1628-1689), ემიგრაციის პირველი ტალღის წარმომადგენლები ამერიკაში, შოტლანდიის მეფოს ვილჰელმ I (1143-1214) და ინგლისის მეფის ედუარდ I (1239-1307) შთამომავლები იყვნენ, ხოლო ეს მეფეები, თავის მხრივ – იაროსლავ ბრძენის (978-1054) შთამომავლები. გარდა ამისა, ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის წინაპრებს შორის არის ინგლისის მეფე ალფრედ დიდი (849-899) და ფრანკთა მეფე კარლოს დიდი (742-814).

რაც შეეხება დანარჩენ პრეზიდენტებს, 43-დან 34-ს პირდაპირი გენეტიკური კავშირი აქვს ფრანკების მეფესთან კარლოს დიდთან, ხოლო 19 (მათ შორის ზოგიერთი, კარლოს დიდის შთამომავალიც არის) – ინგლისის მეფის, ედუარდ III პირდაპირი მემკვიდრეა.

დევიდ აიკმა, მაიკლ ცარიონმა და ფრიც სპრინგმაიერმა, სამეცნიერო ისტორიულ-გენეოლოგიური ფონდის დახმარებით, დოკუმენტალურად დაამტკიცეს, ნათესაური კავშირების არსებობის ფაქტი, პრეზიდენტებსა და ევროპელ მეფეებს შორის.

გერი ბოიდ რობერტსი, გენიოლოგიის მკვლევარი ახალი ინგლისიდან, დეტალურად აღწერს პრეზიდენტების გენეტიკურ კავშირებს, წიგნში «ამერიკის პრეზიდენტის წინაპრები». მაგ., ჯორჯ ბუში გენეტიკურ კავშირში იმყოფება ამერიკის 16 სხვა პრეზიდენტთან, მათ შორის, ჯორჯ ვაშინგტონთანაც. რაც შეეხება მის სამეფო ფესვებს –მჭიდრო კავშირი აქვს ალბანეთის მეფესთან და უინძორები ოჯახის წევრებთან.

ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, თუ როგორ ხდებიან ევროპული სამეფო ოჯახების ნათესავები, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს ხელისუფლებაში.
1996 წელს «დემოკრატმა» ბილ კლინტონმა «რესპუბლიკელი» ბობ დოული დაამარცხა, რომელიც მისი დეიდაშვილი იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში, ბილი გაიმარჯვებდა, თუ ბობი, ხელისუფლებაში მაინც მეფის შთამომავალი იქნებოდა.

იგივე მოხდა 2000 წელს — ჯორჯ ბუშმა ალბერტ გორი დაამარცხა, რომელიც ბუშის ნათესავი და ედუარდ I, ლუდოვიკ I, II, კარლოს II და კარლოს დიდის მემკვიდრე არის.
ყოველთვის, ამერიკის ისტორიაში, პრეზიდენტობის ორი კანდიდატიდან, ორივეს, სისხლითი ნათესაობა აკავშირებდა ევროპის სამეფო ოჯახებთან.

ეტყობა, სამეფო სისხლი არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ ეს ადამიანები, თეთრ სახლში შესვლისთვის იბრძვიან.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი