შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიგამოცდები"აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ საგამოცდო ცენტრში 8 საათზე მიბრძანდნენ და არა 9 საათზე...უფრო...

“აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ საგამოცდო ცენტრში 8 საათზე მიბრძანდნენ და არა 9 საათზე…უფრო დამშვიდებულები შეხვალთ” – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი გადაცემაში “შაბათ-კვირის დილა” აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევს:

– საგამოცდო ბარათები, როგორც წესი, ივნისის ბოლო დეკადაში გაიცემა, სადაც დატანილია, რომელ ქალაქსა და საგამოცდო ცენტრში განაწილდა აბიტურიენტი, რომელ საათსა და სესიაზე უნდა გამოცხადდეს. თბილისში 9 საგამოცდო ცენტრი გვაქვს. ამიტომ, აუცილებლად კარგად უნდა ჩაიხედოს აბიტურიენტმა ბარათში, რომელ საგამოცდო ცენტრშია განაწილებული. როგორც წესი, დღეში 2 სესია ტარდება. საგამოცდო ბარათში პირდაპირ წერია, რომ რეგისტრაციის დაწყების დრო 8 საათია, გამოცდის დაწყების დრო 9 საათი. ძალიან ხშირად, როცა აბიტურიენტი იგვიანებს, 9 საათსა და 1 წუთზე მოდის, ჰგონია, რომ 1 წუთი დააგვიანა. სინამდვილეში, ჩვენთვის ეს 1 საათი და 1 წუთია. ადამიანი სადღაც რომ იგვიანებ, ხომ უფრო ღელავ. ამიტომაა რეგისტრაციის დროდ პირველ სესიაზე 8 საათი აღებული. ყველას ვურჩევ, რომ საგამოცდო ცენტრთან რეგისტრაციის დროს, 8 საათზე მობრძანდნენ. მშვიდად, წყნარად შეხვალთ, დასხდებით, რეგისტრაციის გავლასაც დრო სჭირდება. საგამოცდო ბარათები თავიანთი გვერდიდან აბიტურიენტებმა თავად უნდა ამობეჭდონ.

თქვენი ცოდნა 12-წლიანი შრომის შედეგია. შესაბამისად, ყველა აბიტურიენტს ვურჩევდი, წინა დღეს დაისვენონ. სიმშვიდეში იყვნენ, კარგ მუსიკას მოუსმინონ, გააკეთონ ის, რაც სიამოვნებთ, კარგად გამოიძინონ…

თითოეულ გამოსაცდელს ინსტრუქციები მიეწოდება. კალმით უზრუნველვყოფთ, თუმცა, აბიტურიენტს შეუძლია, თავადაც მოიტანოს. მაგრამ, გარკვეული კატეგორიის. კალამი არ უნდა გაიდღაბნოს. წყლის შეტანის უფლება ცალსახად აქვთ. ამიტომაც ვამბობ, რომ 8 საათზე მისვლა მნიშვნელოვანია და არა ზუსტად 9-ზე – რეგისტრაციის დროს აბიტურიენტი რომ შედის, იქ ხვდებიან ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ წაუკითხავენ, რისი შეტანის უფლება აქვთ და რისი- არა. მაგალითად, ტელეფონს ვერ შეიტანენ. ყოფილა შემთხვევა, რომ შეიძლება აბიტურიენტს ჯიბეში ჩარჩეს ტელეფონი. თუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ეს მიზეზია იმისა, რომ საგამოცდო ცენტრი დაატოვებინონ. გელიან კალამს, რომელსაც მიიტანენ, ადგილზე შეამოწმებენ და თუ ეს ის კალამი კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებს, დაატოვებინებენ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აბსოლუტურად ყველა ცენტრში, ყველა საგამოცდო წერტილში კონდიციონერია.

READ  98-ე სკოლის შემდეგ, სამართალდამცველებმა 146-ე სკოლაშიც დაასრულეს მუშაობა

ჯერჯერობით, ზუსტი თარიღები არ გვაქვს, მაგრამ გამოცდებს ივლისის თვეში დავიწყებთ და ამავე თვეში დავამთავრებთ.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი