კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაროგორ უნდა მიხვდეთ სკოლაში შეყვანამდე, რომ თქვენი ბავშვი სხვებზე ნიჭიერია

როგორ უნდა მიხვდეთ სკოლაში შეყვანამდე, რომ თქვენი ბავშვი სხვებზე ნიჭიერია

წარმოგიდგენთ 5 თვისებას, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვის სკოლაში შესვლამდე გიკარნახებთ, რომ ბავშვი განსაკუთრებით ნიჭიერია. ასევე უნდა იცოდეთ, რომ ნიჭიერი ბავშვი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მშობელს ნაკლებად დასჭირდება მის განვითარებაზე ზრუნვა. პირიქით, ნიჭიერ და სხვებიგან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკმაოდ დიდი ხელშეწყობა სჭირდებათ, რომ ეს ნიჭი სწორი გზით განივითარონ.

საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო სწრაფად ვითარდება

განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები განვითარების ყველა ძირითად ეტაპს თანატოლებზე უფრო სწრაფად გადიან. მაგალითად, ძალიან ადრე იწყებენ ლაპარაკს და მათი ლექსიკაც სწრაფად მრავლდება და მრავალფეროვნდება. ორი წლის ასაკში, ზოგჯერ უფრო ადრეც, ამ ბავშვებს რთული წინადადებების წარმოთქმა შეუძლიათ, მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ აზრს და სხვადასხვა საკითხის მიმართ გარკვეული ცოდნა აქვთ.

თვალის ზომა და მზერითი მეზსიერება კარგად აქვთ განვითარებული

განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს შესანიშნავი უნარი აქვთ, რომ თანატოლებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად დაიმახსოვრონ მაგალითად, ზუსტად რამდენი კუბი ეტევა სათამაშო სატვირთო ავტომობილში, ან კიდე ყურადღება მიაქციონ, იმას, რომ ავტობუსი სახლის წინ ერთსა და იმავე დროს ჩაივლის.

გადაჭარბებული ცნობისმოყვარეობა

ნიჭიერი ბავშვები მხოლოდ მათ გარშემო არსებული სამყაროთი არ ინტერესდებიან – მათ უმცირესი დეტალებიც კი აინტერესებთ და იმდენ შეკითხვას სვამენ, შესაძლოა, პასუხების გაცემას ვეღარ ასწრებდეთ. ასეთ ბავშვებს ყველაფერი, ზოგჯერ უცნაური რაღაცებიც აინტერესებთ. მაგალითად, სვამენ შეკითხვას როგორაა აწყობილი ტოსტერი, რას მიირთმევენ პლანეტის ძუძუმწოვრები და ასე შემდეგ.

ადრევე უჩნდებათ კონკრეტული ინტერესები

ნიჭიერი ბავშვები ხშირად ირჩევენ ინტერესის სფეროს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ და დიდი გატაცებით ეფლობიან მასში. ფაქტობრივად, ყველაფერი აინტერესებთ და ინფორმაციასაც აგროვებენ. მაგალითად, შესაძლოა, დინოზავრების ლათინური სახელები უშეცდომოდ ჩამოგითვალონ. ან ისაუბრონ იმ სფეროზე, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ და აინტერესებთ.

ადრე იწყებენ კითხვას

განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები, თანატოლებთან შედარებით, გაცილებით ადრე იწყებენ კითხვას და შეუძლიათ, მთელი თავისუფალი დრო ამ საქმეს დაუთმონ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი