შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიიცოდით, საიდან გაჩნდა ფრაზა "ევას პავაროტი " და რას გულისხმობს ის სინამდვილეში?

იცოდით, საიდან გაჩნდა ფრაზა “ევას პავაროტი ” და რას გულისხმობს ის სინამდვილეში?

თუ იეთიმ გურჯის ქუჩას გაუყვებით და ძმები თომა და ამბროსი ჯიქიების სახლს გასცდებით, მარჯვნივ დაინახავთ პატარა შესახვევს, რომელსაც ერთ-ერთი საერთო საცხოვრებელი სახლის ეზოში, იეთიმ გურჯის 4/9-ში შეყავხართ.

აქ, მეორე სართულზე ცხოვრობდა ცნობილი ებრაელი ქალი ევა! (ანუ სპეკულიანტი ევა) რომელთანაც ლამის მთელი თბილისი დადიოდა სავაჭროდ.

eva-e1526300240352-1668245947.jpg

მას საკუთარი საქმიანობითა და ხასიათით, ძველ თბილისში საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობდა.

ევასგან ტანსაცმელს ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობდა. მსუქანი, კეთილი და თბილი ქალი ყოფილა. არავის მოატყუებდა, ყველას ენდობოდა და ტანსაცმელს “ნისიადაც” ატანდა.

თურმე მათ ეუბნეოდა “ფული როცა გექნებათ მაშინ მომიტანეთო“. დღეს ევას შთამომავლები ისრაელში ცხოვრობენ.

– ევასთან სავაჭროდ, საღამოობით დადიოდნენ. როცა მაცხოვრებლები ერთმანეთს გასძახებდნენ, სად მიდიხართო, “ევასთან, პავაროტშიო” – პასუხობდნენ.

ასე გაჩნდა ფრაზა, რომელმაც შემდეგ არა მხოლოდ ქალაქი, არამედ მთელი ქვეყანა მოიცვა.

რა თქმა უნდა ფრაზამ შინაარსი შეიცვალა და მასობრივი გახდა. “ევას პავაროტი”, რომელსაც გაურკვეველი ადგილმდებარეობის კონტექსტში მოვიაზრებდით, სინამდვილეში, კონკრეტული ადგილია, რომელიც ერთ დროს თურმე ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი ადგილი იყო.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  "ადრე დაშვებული შეცდომის გამო, თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა" - რა ვიცით იესოს ხორციელ ძმაზე
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი