კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიები„გავიდა მარილზე“, „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“- საიდან გაჩნდა ქართულ ენაში გავრცელებული გამონათქვამები

„გავიდა მარილზე“, „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“- საიდან გაჩნდა ქართულ ენაში გავრცელებული გამონათქვამები

ჯანდაბამდეც გზა გქონია”

ჯანდაბა ინდოეთის ქალაქია, რომელიც 3 საუკუნის წინ ირანის ჯარმა აიღო. მაშინ ირანის ჯარში ბევრი ქართველი იბრძოდა და ხანგრძლივი ომის დროს მათი უმეტესობა დაიღუპა. ბევრმა ქართველმა ქალმა დაკარგა ახლობელი, შედეგად კი „ჯანდაბა“ ძლიერ საძულველი ადგილის სინონიმი გახდა.

„ნინიას ბაღი ხომ არ გგონია?!“

მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს დედაქალაქ თბილისში „ვორონცოვის მოედანთან“, ქართველ ვაჭარს, ვინმე ნინია ზარიძეს საკუთრებაში ჰქონდა ულამაზესი ბაღი.

ხსენებული ბაღი დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც ე.წ. მიხაილოვის ბაღია, მაგრამ მისგან განსხვავებით, იმხანად ნინიას ბაღში შესვლა უფასო ყოფილა. მას შემდეგ ამ გამოთქმას „უფასოს“ დატვირთვა აქვს“.

„გავიდა მარილზე“

ერთ დროს საქართველოში მარილი არ იშოვებოდა და მის მოსატანად ჩვენი წინაპრები აღზევანში მიდიოდნენ, რომელიც დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ხშირად მათ ყაჩაღები ესხმოდნენ თავს და კლავდნენ. ამიტომ მარილზე წასლვა ხშირ შემთხვევაში სიკვდილთან ასოცირდებოდა.

„რას იკრიჭები ყველის ვაჭარივით“

ისტორიულადაც და დღესაც ქართველი ვაჭრები და მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანები მომღიმარი სახეებით არ გამოირჩევიან. ყველი მალფუჭებადი პროდუქტია და მისი დროულად გაყიდვის მიზნით ძველ დროში ყველის გამყიდველები ყველაზე ხშირად იღიმოდნენ. გამოთქმაც სწორედ აქედან გაჩნდა. დღეს ეს ფრაზა გამოიყენება იმ ადამინს მიმართ, რომელიც ღიმილს მიზნის მისაღწევად იყენებს.

„ყურებზე ხახვი არ დამაჭრა

გამოთქმა მომდინარეობს ფეოდალური პერიოდიდან, როდესაც ურჩ ყმებს სასჯელის სახით ყურს აჭრიდნენ ხოლმე. მოჭრილი ადგილის შესახორცებლად კი ექიმი მას ხახვს ადებდა. გამონათქვამი „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“ ნიშნავდა- შენ ვერ შეძლებ ჩემს შეჩერებას.

„ოთუზბირი“

ქართულ ენაში ძალიან ძვირის მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა თურქულ ენაში ის 31-ს ნიშანს. გამოთქმა საქართველოში ოსმალების პერიოდში გავრცელდა და სავარაუდოდ, სპეციფიკური ჟღერადობის გამო დამკვიდრდა.

„ჩაილურის წყალი დალია“

ჩაილური მდინარეა საგარეჯოს რაიონში. გამოთქმა, სავარაუდოდ, ლეკიანობის პერიოდში გაჩნდა. ითვლებოდა, რომ თუ გამტაცებლებმა მდინარე გადალახეს, მაშინ მათ დევნას აზრი აღარ ჰქონდა და მადევრები დანანებით ჩაილაპარაკებდნენ- „ეჰ, დალია ჩაილურის წყალი“.

წყარო: გამონათქვამები და ფრაზები

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი