ნუცა ბეჟიაშვილი Harvard Business School-ის კურსდამთავრებული გახდა

მარინა ხაჩიძე
1 წუთიანი წაკითხვა

„ნუცა ბეჟიაშვილი Harvard Business School-ის კურსდამთავრებული გახდა“ – ინფორმაციას ამის შესახებ Entrepreneur Georgia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნუცას 5 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ციფრული პროექტების მართვასა და დეველოპმენტ გუნდების სკრამ ტრანსფორმაციაში. ის ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანია – Sportion-ის სკრამ მასტერია და მუშაობს დეველოპერებთან 10 სხვადასხვა ქვეყნიდან.

„რადგან ეს როლი რამდენიმე კროსფუნქციონალური გუნდის მართვას მოიაზრებს, მნიშვნელოვანია მუდმივი პიროვნული და პროფესიული განვითარება. ჰარვარდ ბიზნეს სკოლის Leadership Principles-ის პროგრამა სწორედ ემოციური ინტელექტის ამაღლების მეთოდებს, კომპლექსური გუნდებისა და პროექტების მენეჯმენტს და კონფლიქტების მართვას მოიაზრებს“ – ამბობს ნუცა ბეჟიაშვილი.

რაც შეეხება ამ დროისთვის მისი საქმიანობას, ამჟამად ნუცა აქტიურად არის დაკავებული პროექტების მართვისა და ეჯაილ ლიდერშიფის საგნის სწავლებითა და პერსონალური მენტორობით.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
პროფესიული განათლებისა და დასაქმების ჟურნალისტი. წერს კარიერის, სამუშაო ბაზრისა და პროფესიული კოლეჯების შესახებ.
კომენტარები ჯერ არ არის