შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიროგორ სჯიდნენ ქალს ღალატისთვის ძველ საქართველოში

როგორ სჯიდნენ ქალს ღალატისთვის ძველ საქართველოში

საქართველო არაერთი მოგზაურის ჩანაწერებში მოხვედრილა. ყველა თავისებურად აღიქვამდა აქაურობას. აი, რას წერს ჰანს შილტბერგერი ქართული ოჯახის შექმნის ტრადიციისა და ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ XV საუკუნის პირველ ნახევარში:

– ქართველებსა და ოსებს ერთნაირი ტრადიცია გააჩნიათ, როდესაც კაცი ცოლს შეირთავს, ქორწილის მეორე დღეს პატარძლის დედ-მამას სიძის ოჯახში ეპატიჟებიან.

სტუმრად მოსულ პატარძლის მამას ღვინიანი ფიალით ხვდება სიძის მამა. სტუმარი ფიალას გამოართმევს და ახალშექმნილ ფუძეს დალოცავს. შემდეგ შინ შეიპატიჟებენ. ეს დღესაც ასეა.

შილტბერგერი იმ შემთხვევაზეც გვიამბობს, თუ პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა. სიძის მამა სავსე ფიალით კი ხვდება პატარძლის მამას, თუმცა, ფიალის ფსკერი გახვრეტილია და ღვინოს მხოლოდ საჩვენებელი თითი აკავებს.

როდესაც პატარძლის მამა ფიალას ართმევს მასპინძელს, ღვინო იღვრება, რასაც მოსდევს სიტყვები: შენი ქალიც ამ ფიალასავით დაწრეტილი იყოო.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ ასრულებს ამ ამბავს შილტბერგერი. წესის თანახმად, ამის შემდეგ ოჯახის შეურაცხყოფისთვის მამას საკუთარი ქალიშვილი უნდა მოეკლაო, წერს.

მაგრამ ქართველები ტოლერანტული ხალხია და საქმე სიკვდილამდე არ მიდიოდა. მასში მღვდელი ერეოდა, რომელიც წყვილს ან არიგებდა, ან გაყრიდაო.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  „მათ დედამიწაზე ცოდნა მოიტანეს და გაქრნენ, თუმცა დაიბარეს, რომ დაბრუნდებიან“ - რატომ ვერ ბედავენ ჩინური პირამიდების შესწავლას?
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი