ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირატომ ატარებენ ირანელი ქალები "ულვაშებს"? - უცნაური ჩვეულების განმარტება

რატომ ატარებენ ირანელი ქალები “ულვაშებს”? – უცნაური ჩვეულების განმარტება

ირანი – მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების მქონე უნიკალური ქვეყანაა, რომლის წეს-ჩვეულებებმაც შეიძლება ნებისმიერი დასავლელი ადამიანის გაოცება გამოიწვიოს, თუმცა, თითოეულ ტრადიციას თავისი ისტორია და მიზეზი გააჩნია, თუ ირანის სამხრეთ ნაწილში მოხვდებით, საკმაოდ ბევრ “ულვაშიან” ქალს იხილავთ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ: ეს მათი რაიმე გენეტიკური მახასიათებელი არ გახლავთ, რომლითაც ადგილობრივი ქალბატონები სახეზე თმის საფარით გადაადგილდებიან.

იქ მათ “ბურკას” უწოდებენ, რომელიც შორიდან ულვაშს წააგავს. ეს დეტალი მათი ტრადიციული კოსტიუმის ნაწილია, რომელიც ჰიჯაბთან ერთად გამოიყენება.

“ბურკას” დანიშნულება სახის ბოლომდე დაფარვა არ არის, ის მხოლოდ ქალის იდენტობის განმსაზღვრელი და მისი გარეგნული სილამაზის ხაზგასასმელად გამოიყენება. “ბურკა” – ყველაზე ხშირად ინგლისურენოვან წყაროებში გვხვდება, ხოლო თავად ირანელები მას – “რუბანდს”, “ნიქაბს” ან “ჩეშმბანდს” უწოდებენ.

ირანში “ბურკა” – ტრადიციული ქალის თავსაბურავის სახეობას წარმოადგენს, რომელიც სახის ნაწილს ფარავს და ის უფრო ნიღაბს მოგაგონებთ, მას ძირითადად ირანის სამხრეთით მდებარე, ჰორმაზაგანის პროვინციაში მცხოვრები ქალები ატარებენ.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  როგორ ცხოვრობენ ჰიმბას ტომის ქალები, რომლებიც არასოდეს იბანენ, მაგრამ აფრიკის ყველაზე ლამაზ ქალებად ითვლებიან
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი