შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაპროდუქტები, რომლებიც ბავშვის ტვინს კონცენტრაციაში ეხმარება - რა ვაჭამოთ მოსწავლეებს, რომ არდადეგების...

პროდუქტები, რომლებიც ბავშვის ტვინს კონცენტრაციაში ეხმარება – რა ვაჭამოთ მოსწავლეებს, რომ არდადეგების შემდეგ სწავლის რეჟიმს სწრაფად დაუბრუნდნენ

არდადეგებიდან სკოლებში დაბრუნებულ ბავშვებს სასწავლო რეჟიმში ჩადგომა უჭირთ. მათი გონება ჯერ კიდევ შორს „დაფრინავს“ და მეტი მობილიზება სჭირდება.

ამაში უცნაური არაფერია. ბავშვებს უჭირთ ზაფხულის სამთვიანი წყვეტის შემდეგ გაკვეთილებზე კონცენტრირება და დახმარება სჭირდებათ. ამ დროს ბავშვების გონებას პროდუქტებითაც შეგვიძლია დავეხმაროთ. საჭირო ვიტამინები და მინერალები ბავშვის ტვინს კონცენტრაციაში დაეხმარება.

ბრიტანელი დიეტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ დაუბალანსებელმა ლანჩმა ან ბავშვის რაციონში აუცილებელი ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სწავლასა და განვითარებაზე. თუმცა, არსებობს მთელი რიგი პროდუქტები, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ ბავშვის კონცენტრაცია და მისი სასკოლო პროცესთან ადაპტაცია დააჩქარონ.

ამისთვის საუკეთესო საკვებია ის, რომელიც ენერგიას ზრდის და დაღლილობის შეგრძნებას ამცირებს. ესენია B ვიტამინებით მდიდარი საკვები ან დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები.

1. მთლიანი მარცვლეულის პური ან მაკარონი

დიეტოლოგები ამბობენ, რომ თუ ამის საშუალებაა, ბავშვისთვის მთლიანი მარცვლეულის პური ან მაკარონი შეარჩიეთ. ამ პურს უფრო დაბალი გლიკემიური ინდექსი (საზომი, თუ რამდენად სწრაფად ამაღლებს საკვები სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეს) აქვს, ვიდრე თეთრ პურს. ასე რომ, ის დაგეხმარებათ უფრო დიდხანს იგრძნოთ ენერგია და ნაყროვანება.

ბავშვები უკეთ სწავლობენ, თუ ჯანსაღი კვების პრინციპებს იცავენ. მათი მენიუ მრავალფეროვანი და ჯანსაღი უნდა იყოს. ამიტომ მთლიანი ხორბლის შემცველი პროდუქტები ამ შემთხვევაში შეუცვლელია – შეიცავს ბევრ ვიტამინს და ამავდროულად ბავშვს ენერგიით ავსებს მთელი სასწავლო დღის განმავლობაში.

2. მუხუდო

მუხუდო ცილის ჯანსაღი წყაროა, რომელიც თქვენს პატარას დაეხმარება უფრო დიდხანს იგრძნოს თავი დანაყრებულად და ზრდა-განვითარებასაც ხელს შეუწყობს. თუ თქვენს შვილს უყვარს, შეგიძლიათ მოამზადოთ გამომცხვარი მუხუდო, სალათები ან სუპები მუხუდოთი და ჰუმუსი. თუ დაამატებთ სტაფილოს, ბულგარულს და კიტრს, ძალიან ჯანსაღი ლანჩი გამოგივათ, რომელიც შეგიძლიათ სკოლაშიც გაატანოთ.

3. ლობიო

ცილის კიდევ ერთი შესანიშნავი წყაროა ლობიო. ლობიო რკინას შეიცავს, რომელიც ენერგიას მატებს და ბავშვს კონცენტრირებაში ეხმარება. ლობიოსგან ბევრი კერძის და წასახემსებელის მომზადება შეგიძლიათ, რომლებიც სასკოლო ლანჩისთვისაც გამოდგება.

4. ბანანი

ერთ-ერთი ყველაზე ენერგიით მდიდარი „სუპერ საკვებია“ და ყველა ბავშვს უყვარს. ბანანი მდიდარია ისეთი საკვები ნივთიერებებით, რომლებიც კონცენტრაციის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებას უწყობენ ხელს, რაც საშუალებას მისცემს თქვენს შვილს მეტი ყურადღება დაუთმოს სწავლას.

5. ისპანახი

ისპანახი კიდევ ერთი მარტივი გზაა გონების კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად. ეს ფოთლოვანი მცენარე უამრავ A, C და K ვიტამინს, ასევე ფოლიუმის მჟავას და რკინას შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და ჟანგბადის მთელს სხეულში განაწილებას.

ქორფა ისპანახი ამ მიზნებისათვის საუკეთესო არჩევანია. სენდვიჩებში შეგიძლიათ სალათის ფოთოლი ისპანახით ჩაანაცვლოთ. ეს კიდევ ერთი გზაა ისპანახის ნედლი სახით მიღების.

6. ავოკადო

ავოკადოს სამართლიანად უწოდებენ ათასწლეულების ფავორიტს და, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება სკოლის მოსწავლეებისთვისაც. შეიცავს ვიტამინებს C, E, K, B3, B5 და B6-ს და მონოუჯერ ცხიმებს, რომლებიც ორგანიზმს ენერგიით ავსებენ და ბავშვებს გონებრივი დატვირთვის გადალახვაში ეხმარებათ.

7. თინუსი

თინუსი მდიდარია ომეგა -3-ით და იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობენ ტვინის განვითარებას. მკვლევარები ომეგა -3-ის მოხმარებას სასკოლო წარმატებასთან აკავშირებენ და აცხადებენ, რომ ომეგა -3 კოგნიტურ მუშაობას აუმჯობესებს. ეხმარება სხეულს ძილის ნორმალიზებაშიც.

დიეტოლოგები გვირჩევენ არა დაკონსერვებული, არამედ ნედლი თინუსის ჭამას, რადგან კონსერვი უამრავ მარილს და ცხიმს შეიცავს. თინუსისგან შეგიძლიათ სალათები და სენდვიჩები მოამზადოთ, რომელთა შენახვა 2-3 დღის განმავლობაში შესაძლებელია და წასაღებადაც მოსახერხებელია.

8. გრეიპფრუტი

ბევრი ციტრუსი, მათ შორის გრეიპფრუტი, მდიდარია C და A ვიტამინით, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებენ. ეს დაეხმარება თქვენს შვილს, ადვილად გადაიტანოს გრიპის სეზონი და ენერგია სწავლას მოახმაროს და არა ვირუსებთან ბრძოლას.

თუ თქვენს შვილს არ უყვარს გრეიპფრუტი და ის ძალიან მწარეა მისთვის, შეგიძლიათ მისი ჩანაცვლება ფორთოხლით სცადოთ. ასევე, თუ თქვენს შვილს მჟავე ხემსი უყვარს, შესთავაზეთ ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭერი – ეს უფრო ჯანსაღია.

9. მანგოს ჩირი

მანგო ბევრი სასარგებლო საკვები ნივთიერებით ამაყოფს, რომლებიც ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებენ. როდესაც გაშრება, მანგო კიდევ უფრო ტკბება და შესანიშნავი ჯანსაღი შემცვლელია მაღაზიაში ნაყიდი ტკბილეულისთვის. მანგოს ჩირი მდიდარია C ვიტამინით და სასარგებლო ბოჭკოთი, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ნაყროვანების შეგრძნებას.

10. კეფირი

ეს პროდუქტები მდიდარია კალციუმით, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ძვლების გაძლიერებას. კეფირი სამჯერ მეტ პრობიოტიკებს შეიცავს, ვიდრე იოგურტი, რაც მას სადილის შესანიშნავ ვარიანტად აქცევს – ის არა მხოლოდ გემრიელია, ნაწლავების მუშაობასაც აუმჯობესებს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი