ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩინეთში, ტიანძინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დამზადებული ტვინი აქვს. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

გამოცემა ამ გამოგონებას ბიოკომპიუტინგში გარღვევას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა „ჰიბრიდული ადამიანურ-რობოტიზებული ინტელექტის“ შექმნის საწინდარი გახდეს.

რობოტის შესაქმნელად მეცნიერებმა ლაბორატორიაში ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან ქსოვილი გაზარდეს და ნეირონულ ინტერფეისთან შეაერთეს. მსგავსი ტექნოლოგია ილონ მასკმა პროექტ Neuralink-ში გამოიყენა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჩინურმა რობოტმა უკვე ისწავლა სიარული, დაბრკოლებებისთვის თავის არიდება და საგნების აღება. ამასთან, რობოტს არ აქვს „თვალები“ – ის მხოლოდ ელექტრონული სიგნალებისა და სენსორული შეგრძნებების დახმარებით რეაგირებს. სპეციალისტების თქმით, ამ რობოტს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 ვალე

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%9b/
sheniganatleba.ge
READ  საღამოს მიმოხილვა: დღის 5 მთავარი ამბავი განათლებაში — 14 აგვისტო
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network