რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და ათასობით ქართველი მოსწავლისთვის ახალი გამოწვევების შესაძლებლობას შექმნის. ოლიმპიადა 12 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს 9 საგნობრივ მიმართულებას.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები edus.aris.ge-სთან საუბრობენ თუ რა საკითხები შეხვდათ გამოცდაზე.

ლუკა ხორბალაძე 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან რედაქტირების თემასაც იხსენებს:

„ქეთევან მაღალიშვილის ბიოგრაფიაზე მოვიდა რედაქტირება. 3 სიტყვა შევასწორე და მძიმეები დავსვი. მე ავირჩიე არაპროგრამულის დავალება – ინანიშვილის მოთხრობიდან “ფიროსმანი”. ძირითადი თეზა იყო სიმდიდრეზე: “მდიდარს ოქრო აქვს – ჩვენ კი თვითონ ვართ ოქრო ბიჭები”. ერთგვარი ანალიზი გავაკეთე, ვთქვი, რომ სიმდიდრე არსებობს, როგორც მატერიალური ისე არამატერიალური და ვისაუბრე მატერიალურ სიმდიდრეზე რა არის და რას ნიშნავს ჩემთვის, საკმაოდ საინტერესო თემა იყო. ეს ტესტი თუ ვერ ჩააბარეს, ყველა ჯარშია წასასვლელი”.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

ქრისტინე დარასელია 147-ე საგამოცდო ცენტრი:

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

“ვაჟა -ფშაველას სტუმარ-მასპინძელი დავწერე. ამ ტექსტის მიხედვით უნდა დაგვეწერა კითხვებზე პასუხი, სულ ათი კითხვა იყო. არგუმენტირებული ესე – ადამიანებს შორის ურთიერთიერთგაგება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა საერთო ფასეულობები აქვთ. საერთო ჯამში მარტივი იყო, მე მარტივად დავწერე. ბოლომდე მოვასწარი, ყველაფერი დავწერე და გამოვედი. გადამოწმებული მაქვს და მე მგონი, კარგ ქულას მივიღებ.

ვაჟა ვიბლიანი 147-ე საგამოცდო ცენტრი:

ძალიან მარტივი იყო. რევაზ ინანიშვილის “ფიროსმანი” და ვაჟა -ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი” მოვიდა. ღია თემა იყო ადამიანების ურთიერთობის ფასეულობებზე. მე ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი” დავწერე და თავისუფალი თემა ავირჩიე. რედაქტირება ძალიან მარტივი იყო. უმეტესწილად სასვენი ნიშნები იყო გასასწორებელი. კმაყოფილი ვარ, ბოლომდე დავწერე. მე წინასწარ კარგ განწყობაზე ვიყავი და ზუსტად ისეთი გარემო და სიტუაცია დამხვდა, როგორსაც ველოდი – ძალიან მეგობრული. არ იყო დაძაბულობა, ნერვიულობა, ღელვა. არც ბავშვები ნერვიულობენ და ამან ჩემზეც იმოქმედა. კიდევ ორი გამოცდა დამრჩა -ინგლისური და მათემატიკა. არც ერთის არ მეშინია.

📍 ვალე

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%93%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  „ქართულში მხოლოდ ეს აბიტურიენტები იღებენ მაღალ შეფასებას“ – ნანა ლოლაძის გაფრთხილება 2024 წლის აპლიკანტებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network