შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიVIDEO: „ბევრმა არც იცის ეს ეპიზოდი ჩემი ბიოგრაფიიდან… თითქოს სხვისი თავგადასავალია და...

VIDEO: „ბევრმა არც იცის ეს ეპიზოდი ჩემი ბიოგრაფიიდან… თითქოს სხვისი თავგადასავალია და არა ჩემი“ – ნინო სუხიშვილი

„ოჯახი, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო და არის“ – ასე წარადგინა  გადაცემა „პირველი სტუდიის“ წამყვანმა ეკა ჩხეიძემ განუმეორებელი ნინო სუხიშვილი.

ნინო სუხიშვილმა გადაცემაში მისი ცხოვრების შესახებ, აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

კითხვაზე, ისეთი ადამიანი თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში, რომელზეც იტყოდი, რომ ნეტა არ გამეცნო, ნინო სუხიშვილმა დადებითი პასუხი გასცა და თქვა, რომ ეს ადამიანი მისი პირველი მეუღლეა:

„დიახ არის, ჩემი პირველი მეუღლე, ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო და იმდენად მცირე პერიოდით, რომ მე თვითონაც დავიწყებული მაქვს, ეს იყო სხვა ცხოვრებაში, და თითქოს სხვისი თავგადასავალია და არა ჩემი, თითქოს სხვა პლანეტაზე მოხდა ეს ყველაფერი, აღარც მინდა გახსენება, ბევრმა არც იცის ეს ეპიზოდი ჩემი ბიოგრაფიიდან“ – ამბობს ნინო სუხიშვილი.

კითხვაზე ხარ თუ არა ბედნიერი ნინო სუხიშვილი პასუხობს:

„ბედნიერი ვარ, რადგან ვაკეთებ საქმეს რომელიც მიყვარს და ვაგრძელებ საქმეს, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად ბედნიერებაც“ – თქვა ნინო სუხიშვილმა.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ დაუდო საფუძველი წმიდა ფილიმონ ქორიძემ ქართულ საოპერო ხელოვნებას და როდის აღიარეს ის იტალიაში საუკეთესო ბანად
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი