შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიიცოდით, რას წერდა ქრისტეფორე კოლუმბი საქართველოზე? - მოგზაურის ჩანაწერები, რომლებიც აქამდე ჩვენთვის...

იცოდით, რას წერდა ქრისტეფორე კოლუმბი საქართველოზე? – მოგზაურის ჩანაწერები, რომლებიც აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო

ქრისტეფორე კოლუმბის ჩვენში უცნობი ჩანაწერები საქართველოზე, გამოიცა წიგნში: ,,საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკები“

თავის ისტორიულ-გეოგრაფიულ ჩანაწერებს კოლუმბი იშვიათად ხაზავდა, საქართველოს შესახებ ამოხაზული ცნობები აჩვენებს მის განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი. კოლუმბმა შეისწავლა ყველაფერი საქართველოზე, რაც ამ დროს ევროპელ ინტელექტუალს შეიძლება სცოდნოდა, პომპეუსის ლაშქრობიდან იბერიის გაქრისტიანებამდე, ასევე მონღოლთა ლაშქრობა და დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობა მათი ბატონობისაგან.

პირველ ტექსტში წერია: Hic multa trata de Hiberia – აქ ვრცლადაა განხილული იბერია

123-1698819023-1725180192.jpg

მეორე ფოტოზე: Hiberians hodie Georgians appelant – იბერებს ახლა გეორგიანებს უწოდებენ

133-1698819091-1725180204.jpg

 

ამ ფოტოს ბოლო, საგანგებოდ ამოხაზული წინადადება: Hic incipivit Colchis – აქ იწყება კოლხეთი.

ბოლო ფოტოზე გამოსახულია კოლხეთის მდინარეების ჩამონათვალის ზემოთ მონავარდე ფრინველი, რომელიც თავად ცნობისმოყვარე ავტორს უნდა განასახიერებდეს.

397888-1698818999-1725180218.jpg

 

რით უნდა ყოფილიყო გამოწვეული კოლუმბის დაინტერესება საქართველოს ისტორიითა და გეოგრაფიით? ამ პერიოდში, დასავლეთ ევროპაში სამყაროს მკვლევრები და მოგზაურები შთაგონებული იყვნენ პრესვიტერ იოანეთი და მისი ქრისტიანული იმპერიით აღმოსავლეთში. ქრისტიანულ საქართველოსთან დაკავშირებით, კოლუმბი სხვადასხვა წყაროებში კითხულობდა, რომ აქ იყო ძლიერი ქრისტიანი მეფე, „მრავალრიცხოვანი ქალაქები“, „არქიტექტურულად ნაგები შენობები“, ნაყოფიერი მიწა, დიდი ლაშქარი, ძირძველი ქრისტიანული კულტურა, ღვთაებრივი სასწაულები და ა.შ. ამგვარად, საქართველო ბევრი რამით ჰგავდა იმ ზღაპრულ სამეფოს, რომელსაც კოლუმბი ეძებდა. ყველაფერ ამის გამო, მისი განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ კარგად გასაგებია.

 

რთული წარმოსადგენია, მაგრამ საქართველოს ისტორია და გეოგრაფია ქრისტეფორე კოლუმბის ანოტაციებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კიდევ უფრო მოულოდნელია, რომ ის ეხება არა საქართველოს ისტორიის ცალკეულ ფრაგმენტებს, არამედ ყველა ძირითად მოვლენას ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე, რაც ეპოქის დასავლური წყაროებისთვის იყო ცნობილი. საქართველოზე საუბრისას კოლუმბი ძირითადად ეყრდნობა ანტიკურ წყაროებს: პტოლემაიოსს, პლინიუსს, სტრაბონს, რუფინუსს, შუა საუკუნეების ავტორებიდან – ჰაიტონსა და პეტრე აილელს, ანტიკური წყაროების დიდ ნაწილს იგი ეცნობოდა პიუს მეორის „ისტორიაში“, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის ინტერესებზე.

ghows-wl-5ae29a1e-7e05-4b54-e053-0100007f5f7d-e40ed01e-1725180575.webp

ანოტაციების დიდი ნაწილი მან სწორედ ამ თხზულების არშიებზე გააკეთა, ძირითადი ტექსტის გასწვრივ, რომლებშიც ის ყურადღებას ამახვილებდა საქართველოს ისტორიიდან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებზე: იბერიის ოთხკლასოვანი სოციალური სისტემა, პომპეუსის მიერ იბერიის დაპყრობა, წმინდა ნინოს მიერ იბერიის გაქრისტიანება, მირიან მეფის სასწაული, სვეტიცხოვლის მშენებლობა, დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობა მონღოლთა იმპერიისაგან და ასე შემდეგ. იგი შენიშნავს, რომ სტრაბონი დიდად აქებს იბერიას, როცა ეს უკანასკნელი საუბრობს იბერიის მრავალრიცხოვან ქალაქებსა და ბრწყინვალე არქიტექტურით ნაგებ საზოგადოებრივ ნაგებობებზე.

კოლუმბის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ისტორიის და გეოგრაფიის მიმართ იქიდანაც ჩანს, რომ მას თავისი ჩანაწერები იბერიასა და კოლხეთზე ამოხაზული და მორთული აქვს (ანოტაციები 231, 242). მას საგანგებოდ აქვს ამოხაზული მირიან მეფის სასწაულებრივი მოქცევაც (241), საქართველოს მდინარეების – მტკვრის, რიონის და ცხენისწყლის ჩამონათვალი კი ჩანიშნული აქვს მათ ზემოთ მონავარდე ფრინველის გამოსახულებით (244). იხილეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი