ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებაენდრიუ კარნეგი - როგორ იქცა ღარიბი შოტლანდიელი ბიჭი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად...

ენდრიუ კარნეგი – როგორ იქცა ღარიბი შოტლანდიელი ბიჭი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად და ქველმოქმედად

ამბიციურმა, საზრიანმა და ინტელექტუალმა – თუმცა საოცრად ღარიბმა შოტლანდიელმა ბიჭმა, ენდრიუ კარნეგიმ მშობლიური შოტლანდია 12 წლის ასაკში დატოვა და ამერიკაში გადავიდა.

თავდაპირველად მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ საკვების მოპოვება და თავის გატანა იყო. ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ ემიგრაცია სათავეს მის ცხოვრებაში რაღაც უფრო მასშტაბურსა და დიდს დაუდებდა.

წლების შემდეგ, სამუშაოს მაძიებელი კარნეგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდება და მისი ეპოქის ზოგიერთი სხვა ბიზნესმაგნატებისგან განსხვავებით, კარნეგი ისეთივე გულუხვი იქნება სხვების მიმართ, როგორც მისი მთავარი გადაწყვეტილება – გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ქონების დათმობის შესახებ.

ენდრიუ კარნეგი 1835 წლის 25 ნოემბერს მოკრძალებულ ორსართულიან კოტეჯში, შოტლანდიაში დაიბადა. მისი მამა ხელოსანი, ხოლო დედა მკერავი იყო. ენდრიუ სამი დაძ-ძმიდან ყველაზე უფროსი იყო.

კარნეგები იზიარებდნენ ვიწრო კოტეჯის პირველ სართულს სხვა ოჯახთან ერთად და მხოლოდ ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. თავდაპირველად ოჯახის უფროსი – ენდრიუს მამა ფინანსებს არ უჩიოდა. ოჯახს შეეძლო შვილებისთვის საკვები და განათლება მიეცათ. თუმცა, 1840-იანი წლების დასაწყისში კარნეგის ოჯახი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

გაჭირვებასთან საბრძოლველა კარნეგის დედა საკონდიტრო ნაწარმს აცხობდა და ყიდდა. დედას ენდრიუ ეხმარებოდა. ცხობასთან ერთად, მან ფეხსაცმლის კერვა დაიწყო და საბოლოოდ ოჯახის მთავარი მარჩენალი გახდა.

ახალგაზრდა მეწარმე

ენდრიუ კარნეგის სამეწარმეო უნარები ადრეული ასაკიდანვე გამოიკვეთა. მაგალითად, ის კურდღლებსა და მტრედებს ამრავლდებდა და ყიდდა. 10 წლის ასაკში დედის სასურსათო მაღაზიის ანგარიშებსაც აწარმოებდა და გვერდით მარცვლეულობას ყიდდა.

მიუხედავად იმისა, რომ მან სკოლაში მხოლოდ რამდენიმე წელი იარა, მომავალ მაგნატს კარგად ესმოდა მათემატიკა და იცოდა ანგარიში. ბიძამ კი წიგნების სიყვარული ასწავლა.

“1840-იან წლებში მისი ოჯახი ხშირად, შიმშილის დასავიწყებლად ადრე იძინებდა,“ – წერს ერთ-ერთი გამოცემა. სწორედ ეს გახდა ოჯხის ემიგრაციში წასვლის მიზეზი.

 

1847-1848 წლების ზამთარში წყვილმა გაყიდა თავისი ნივთები, ისესხეს ფული და შვილებთან ერთად ამერიკაში გადასახლდნენ. ნიუ-იორკამდე მისასვლელად მათ 50 დღე დასჭირდათ.

READ  ვიდეო: თუშ გოგონა დაჯის, რომელმაც აბანოს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე კაფე გახსნა, მოგზაური სოსო ნებიერიძე ესტუმრა

პირველი სამსახური

ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამერიკაში შიმშილისგან თავის დახსნა ისევ ენდრიუს დედამ მოახერხა – ის კარდაკარ დადიოდა და მის შეკერილ ფეხსაცმლებს ყიდდა. ასე, კვირაში დაახლოებით 4 დოლარის გამომუშავება შეეძლო.

მალე პატარა ენდრიუ შოტლანდიელის საკუთრებაში არსებულ Anchor Cotton Mills-ში მუშაობა დაიწყო. დღეში 122 საათი, კვირაში ექვსი დღე მუშაობდა. ანაზღაურების სახით კი ყოველ კვირას 1,20 დოლარს უხდიდნენ.

ამასობაში მამამ ოჯახი მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

საბედნიეროდ, ახალგაზრდა კარნეგიმ მიიპყრო შოტლანდიელი ბობინების მწარმოებლის ჯონ ჰეის ყურადღება, რომელმაც იგი ორთქლის ძრავის მოსავლელად დაიქირავა. მოზარდს ხელფასი გაუზარდა და ახლა კვირაში 2 დოლარს უხდიდა.

მაგრამ სამუშაო ისეთი მძიმე იყო, რომ კარნეგიმ მოგვიანებით აღიარა – ის ხშირად სიკვდილს ნატრობდა. იხილეთ სრულად

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.