ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარიპირადი ისტორიებიდასუსტებული ქალი ცხრა კაცმა ძლივს მიმიყვანა წმინდა ბარძიმთან...“- დაუჯერებელი სასწაული

დასუსტებული ქალი ცხრა კაცმა ძლივს მიმიყვანა წმინდა ბარძიმთან…“- დაუჯერებელი სასწაული

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, სოფიო მანენკოვამ 1907 წელს ოპტის უდაბნოში სერგი ნილუსს უამბო:

წარმოშობით ორიოლის გუბერნიიდან ვარ, აზნაურიშვილი. ჩემს მშობლებს ელეცკის მაზრაში მამული ჰქონდათ, მისი შემოსავალი ძლივს გვყოფნიდა. როცა წამოვიზარდე, მშობლებმა ინსტიტუტში მიმაბარეს, რომელიც წარმატებით დავამთავრე. კეთილი ადამიანების დახმარებით გოგონათა სკოლა გავხსენი, რომელიც მერე ქალთა გიმნაზიად გადაიქცა. საქმე კარგად წავიდა. შემოსავალი ლაღად ცხოვრების ნებას მაძლევდა.

დედაჩემის მამულის მეზობლად ჩემი ინსტიტუტის მეგობარი ცხოვრობდა. ის ცნობილი ორიოლელი ექიმის გოლოსტენოვის ცოლი იყო. ზაფხულობით ვნახულობდი მეგობარსა და მის ოჯახს. დავუახლოვდი მის მულს. ყველანი ახალგაზრდები ვიყავით, ვცხოვრობდით მეგობრულად და უდარდელად.

ამ დროს სულიერებისგან შორს მყოფი ხალხის თავს შავი ღრუბელი შეიყარა – ჩემი მეგობრის ქმარი ჰიპნოზმა და სპირიტიზმმა გაიტაცა და ჩვენც “დაგვასნეულა”. დიდი ინტერესით შევუდექით შესწავლას, პრაქტიკულად როგორ ხდებოდა სულების გამოცხადება. მაგრამ თუ ვისგან შეიძლება ყოფილიყო ეს, ამაზე არ დავფიქრებულვართ. არც გვაინტერესებდა – რაც მთავარია, ვმხიარულობდით და ვაცოცხლებდით სოფლის ერთფეროვან ცხოვრებას. ჩვენ გვშიოდა სულიერი საჭმელი, რომელსაც ვერც მეცნიერება გვაძლევდა და, როგორც მაშინ ვფიქრობდით, ვერც რელიგია.

მალე თეორიიდან პრაქტიკაზე გადავედით: დავიწყეთ აზრების გამოცნობა, შთაგონება. ვატრიალებდით თეფშს და უხილავ სამყაროსთან კავშირს ვამყარებდით ამ “მეცნიერების” იმავე მეთოდებით და ხერხებით, რომლითაც დღესაც არიან გატაცებულნი ქრისტეს სარწმუნოებისაგან შეგნებულად თუ შეუგნებლად განდგომილები. ამ საქმეში ყველაზე მეტად წარვემატეთ მე და ჩემი მეგობრის ქმარი. “მეცნიერების სასწაულების” ქმნაში ისე გავერთეთ, რომ ხშირად ხორციელი დასვენებაც კი გვავიწყდებოდა.

მაგრამ დადგა ჩვენი უგუნურებისთვის ანგარიშსწორების ჟამი. ჩემი მეგობრის ანგელოზის დღეს ყველანი მასთან შევიკრიბეთ. ის სოფელში წირვაზე წასულიყო. სუფრაზე ეწყო ჩაი, ღვეზელი. როგორც კი დაბრუნდა და ჩაი მივირთვით, გასართობად დავიწყეთ ერთმანეთისთვის აზრების შთაგონება. გადაწყდა – მე სახლის უკიდურეს ოთახში რაღაც მომეფიქრებინა და ის შთაგონებით მეგობრის მულს უნდა შეესრულებინა.

ეს ოთახი გახლდათ მეგობრის ქმრის კაბინეტი. კაბინეტში შესვლისთანავე თვალში მომხვდა საწერ მაგიდაზე დადებული წირვიდან მოტანილი ნაკვეთი ცხრანაწილიანი, დიდი სეფისკვერი. სეფისკვერი ხელში ავიღე, ხელსაბანზე დავდე და ჩავიფიქრე – მან (ჩემი მეგობრის მულმა) ეს სეფისკვერი ისევ საწერ მაგიდაზე დადოს-მეთქი. მერე კი მათ დავუძახე: მზადაა! ყველანი გამოვიდნენ სამზარეულოდან. მეგობრის მული უყოყმანოდ მივიდა საწერ მაგიდასთან, მერე კი ხელსაბანთან. ის იყო, სეფისკვერი უნდა აეღო, რომ თითქოს უხილავმა, ძლიერმა ხელებმა უკან გადმოაგდო და იატაკზე გონდაკარგული დაენარცხა. ამ დროს მეც ბნედამ მომიარა და იატაკზე ვიკრუნჩხებოდი. შთაგონებამ გოგონას მალევე გაუარა, მე კი სამი საათის შემდეგღა მომიყვანეს გონს. ჩვენ არაფერი გვახსოვდა და ვერ ვხვდებოდით, ასე რატომ დაგვემართა. უკვირდა ექიმსაც. წაიკითხეთ სრულად

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  VIDEO: რამდენად ახლოს ჩაუვლის დედამიწას ასტეროიდი 2029 წელს
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.