ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარიპირადი ისტორიები"ორი წლიდან პროთეზს ვატარებ. ჩემი ოჯახი არასდროს მაგრძნობინებდა, რომ განსხვავებული ვიყავი ..."...

“ორი წლიდან პროთეზს ვატარებ. ჩემი ოჯახი არასდროს მაგრძნობინებდა, რომ განსხვავებული ვიყავი …” – ნინო თიბილაშვილის გზა წარმატებამდე

კიდევ ერთი მედალი პარიზის პარაილიმპიადაზე პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მოუტანა საქართველოს. ხმლით ფარიკაობაში ფრანგი ბრიანა ვიდე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოოპოვა. ნინო ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონიც არის.

ნინო თიბილაშვილი 1997 წლის 11 მაისს არის დაბადებული. ფარიკაობა დაიწყო 17 წლის ასაკში დაიწყო და 4 თვის შემდეგ პირველად მიიღო მონაწილეობა უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე. 23 წლამდე ასაკის ეტლით მოფარიკავეებში ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი (ხმალსა და რაპირაში) გახდა. საუკეთესო სტრატს 2017 წელს პოლონეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (ხმლით ფარიკაობაში). 23 წლამდე ასაკის ეტლით მოფარიკავეებში საუკეთესო მოფარიკავის ტიტულის მფლობელია.

საკუთარ თავზე ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში ისაუბრა წლების წინ და გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

“მე ჩემი მშობლებისთვის მესამე შვილი ვარ. დაბადებიდანვე ბარძაყის ანომალია მაქვს და მარცხენა ფეხზე პროთეზი მიკეთია. როგორც იხსენებენ, მშობლები თავიდან ძალიან დაბნეულები იყვნენ, არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. შემდეგ მოიძიეს ყველანაირი ინფორმაცია და ორი წლიდან პროთეზს ვატარებ. ჩემი ოჯახი არასდროს მაგრძნობინებდა, რომ განსხვავებული ვიყავი და განსხვავებული პირობები მჭირდებოდა ცხოვრებაში. მეც ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც ირგვლივ სხვები. ძალიან კარგ გარემოში გავიზარდე და ჩემი მდგომარეობა კატასტროფად არასდროს აღმიქვამს. მხოლოდ უცხო ადამიანებისგან მიგრძნია ცოტა სხვა დამოკიდებულება.

…შემხვედრიან ადამიანები, რომელთაც ჩემს დანახვაზე შეუცხადებიათ, ვაიმე, საწყალიო. თუმცა, როგორც აჩვენებ ადამიანს საკუთარ თავს, ისეთად მიგიღებს. თუმცა ისიცაა, რომ სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვანაირი პირობა სჭირდება, მაგალითად, ეტლით მოსარგებლეს უნდა ჰქონდეს ქალაქში გადაადგილების საშუალება, არ უნდა დავივიწყოთ და საამისოდ შესაბამისი პირობები შევუქმნათ. საზოგადოების დამოკიდებულება ნამდვილად უკეთესობისკენ იცვლება და ეს ძალიან მახარებს. ადრე თუ ვეცოდებოდით, ახლა გმირები ვართ. მგონია, რომ არ არის საჭირო ამ მდგომარეობის გამო ადამიანების გამოყოფა. არც ის არის საჭირო ვინმეს ვეცოდებოდეთ და არც ის, რომ თუ რამეს გავაკეთებთ, ამის გამო გმირებად შეგვრაცხონ. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ალბათ, ყველა შშმ პირის სურვილია, რომ ყველამ ჩვეულებრივადვე აღგვიქვას, ჩვენი პლუსებითა და მინუსებით.

READ  ჩემი ბავშვობის სიყვარულები

უფროსი და-ძმა მყავს და გარკვეულ ასაკში პროტესტს გამოვხატავდი იმის გამო, რომ მე რაღაც განსხვავებულად მქონდა. მივდიოდი მშობლებთან და ველაპარაკებოდი ამის შესახებ. ისინიც ჩვეულებრივად მიხსნიდნენ ყველაფერს, არასდროს არაფერი დაუმალავათ, არ უცდიათ, განსაკუთრებული პირობები შეექმნათ ჩემთვის. მაგალითად, როცა ჩემი კლასი ექსკურსიაზე მიდიოდა, სადაც დიდი მანძილი ფეხით უნდა გაგვევლო, არასდროს უთქვამთ, შენ ვერ შეძლებ და დარჩიო. პირიქით, მეუბნებოდნენ, მიდი, სცადეო. ასე რომ, ძალიან ჩვეულებრივად, ბუნებრივ და ჯანსაღ გარემოში გავიზარდე. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი, მშობლებს არასდროს შევუზღუდივარ, წინასწარ არასდროს უთქვამთ, რომ მე რამეს ვერ შევძლებდი. შეიძლება, ასე ბავშვი დაითრგუნოს კიდეც, ბევრი სირთულეც შეხვდეს, მაგრამ ესეც აუცილებელი გამოცდილებაა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს და რეალური ცხოვრება გაიცნოს.

…არასდროს დავინტერესებულვარ ფარიკაობით, მხოლოდ ფილმები მქონდა ნანახი მის შესახებ. ყველაზე კარგად ჩემს ცხოვრებას „საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩენა“ – ეს ფრაზა აღწერს. ჩემმა მწვრთნელმა, ბატონმა მალხაზ მესხმა მიპოვა და შემომთავაზა, ეს საქმე მეკეთებინა. დავთანხმდი და ახლა ვხვდები, რომ დღე, როცა, მან ფარიკაობა შემომთავაზა, ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ 19 წლის აბიტურიენტი ვიყავი და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. საკმაოდ დაძაბული რეჟიმი მქონდა და სხვა არაფერი მაინტერესებდა. სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, არქიტექტურის ფაკულტეტზე. ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობს, ერთი ხელოვანი და მეორე – მოფარიკავე. თუმცა, ჩემთვის ფარიკაობაც ხელოვნებაა”.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.