„ძვირფასო დედებო, არასდროს არ უთხრათ თქვენს შვილს ცუდი მეორე მშობელზე, რაც არ უნდა ჯავრი გქონდეთ და გაბრაზებული იყოთ მასზე“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

„ძვირფასო დედებო, არასდროს არ უთხრათ თქვენს შვილს ცუდი მეორე მშობელზე, რაც არ უნდა ჯავრი გქონდეთ და გაბრაზებული იყოთ მასზე“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, დედებს რჩევით მიმართავს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი პირველი და დიდი შეცდომა ერთი წლის შვილის დატოვება იყო. მეორე ის რომ სხვას მივეცი მისი გაზრდის უფლება. მესამე კი ის, რომ ენას არ ვაჩერებდი და მომეცემოდა საშუალება თუ არა, სულ ცუდს ვეუბნებოდი ირაკლის მამამისზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თუ როგორ მიმატოვა ორი თვის ბავშვით, როგორ გამიმწარა ახალგაზრდობის წლები და როგორ დამტანჯა. ასევე როგორ დატოვა მეორე ცოლი, უკრაინელი გოგო ორი არასრულწლოვანი ბიჭით თბილისში და როგორ განაგრძო ცხოვრება ამერიკაში სხვა ქალთან ერთად ისე, ვითომ არაფერი მომხდარა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

რა ძალა მედგა?! გამეჩერებინა ეს დასამიწებელი ენა!

ამით რას შევცვლიდი? არაფერს!

ამით მხოლოდ ირაკლის გაღიზიანება და გაბრაზება გამოვიწვიე.

ძვირფასო დედებო, არასდროს არ უთხრათ თქვენს შვილს ცუდი მეორე მშობელზე, რაც არ უნდა ჯავრი გქონდეთ და გაბრაზებული იყოთ მასზე.

ის იყო წარსული და იქ უნდა დარჩეს.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ეჰ, ვწუხვარ რომ ამას მხოლოდ ახლა მივხვდი.

ვერ გავითვალისწინე, რომ ამით მხოლოდ ჩემს შვილს ვავნებდი.

ნეტავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, ენას მუცელში ჩავიგდებდი და არაფერს ვიტყოდი.

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

ძალიან მტკივა ის ფაქტი რომ ირაკლი ჩემთან აღარაა და თბილისშია.

იმედს ვიტოვებ რომ მალე ისევ უკან დაბრუნდება და არ შეწყვეტს თავისი ამერიკული ოცნების ახდენას.

D 1 კოლეჯები გელოდებიან ჩემო ბიჭო. მე და ალექსანდრე და ჩვენი ლეკვები სულმოუთქმელად გელოდებით.

ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები.

ბოდიში რომ გაწყენინე და მამას, გამზრდელ ბებიას მიწაში გიდებდი.

ეს არ იყო სწორი საქციელი ჩემგან, მაგრამ სიბრაზემ და გულისტკენამ დამაბრმავა.

იმედია მაპატიებ და დაბრუნდები.

სადაც არ უნდა იყო დაგლოცავ და გიგზავნი სიყვარულს.

შენ ჩემი შვილი ხარ. მე შენი დედა ვარ და ამ ფაქტს ვერავინ და ვერაფერი წაშლის.

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  4 მიზეზი, რატომ ვერ ვიღებთ სწავლის დროს ახალ ცოდნას და როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა

შენი განათლება. (2024). „ძვირფასო დედებო, არასდროს არ უთხრათ თქვენს შვილს ცუდი მეორე მშობელზე, რაც არ უნდა ჯავრი გქონდეთ და გაბრაზებული იყოთ მასზე“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი. 9 სექტემბერი, 2024. https://sheniganatleba.ge/ძვირფასო-დედებო-არასდრ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. „ძვირფასო დედებო, არასდროს არ უთხრათ თქვენს შვილს ცუდი მეორე მშობელზე, რაც არ უნდა ჯავრი გქონდეთ და გაბრაზებული იყოთ მასზე“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%ab%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%93%e1%83%a0/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network