„რაც ეთერში აღარ ვარ, უცებ გაჩუმდა ტელეფონი გათენებიდან დაღამებამდე რომ რეკავდა… უცბად გაქრნენ ადამიანები და მადლობა მათ, ნამდვილებს, ვინც მკითხულობს“ – რა მიმართვას ავრცელებს მაია ასათიანი

„რაც ეთერში აღარ ვარ, უცებ გაჩუმდა ტელეფონი გათენებიდან დაღამებამდე რომ რეკავდა… უცბად გაქრნენ ადამიანები და მადლობა მათ, ნამდვილებს, ვინც მკითხულობს“ – რა მიმართვას ავრცელებს მაია ასათიანი | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ჟურნალისტი მაია ასათიანი „ინსტაგრამით“ თავის გამომწერებს მიმართავს და კიდევ ერთხელ საუბრობს დეტალურად, თუ როდის და როგორ დაინტერესდა წლების წინ მისი საავტორო გადაცემა „პროფილის“ გუნდი სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების თემით.

მაია ასათიანის თქმით, მას გულწრფელად უხარია თამუნა მუსერიძის 8 წლიანი ძიების შემდეგ მამასთან შეხვედრის გახმაურებული ამბავი, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ თემაზე, მანამდე მუშაობდა და თავს სწირავდა მისი გადამღები ჯგუფი, სანამ თამუნა მუსერიძე თავისი დაბადების საიდუმლოს გაიგებდა:

„ჩემო ძვირფასებოარაფერს ვითხოვ, გულწრფელად მიხარია, არ მშურს,მე მამა წლების წინ ვიპოვე და ვიცი ეს რა განცდაცაა, ჩვენს ჟურნალისტურ ნამუშევარზეა აქ საუბარი, გამიხარდებოდა, ერთხელ მაინც სადმე თქმულიყო, რომ ამ თემაზე, მანამდე სანამ თამუნა თავისი დაბადების საიდუმლოს გაიგებდა, ადამიანები მუშაობდნენ და თავს სწირავდნენ“ – წერს მაია ასათიანი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჟურნალისტი პოსტის კომენტარშივე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ეთერში აქტიურად აღარ ჩანს, გაქრნენ ადამიანები, ვინც მანამდე მას ემეგობრებოდნენ და ხშირად კითხულობდნენ:

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

„რაც ეთერში აღარ ვარ, უცებ გაჩუმდა ტელეფონი გათენებიდან დაღამებამდე რომ რეკავდა… უცბად გაქრნენ ადამიანები და მადლობა მათ, ნამდვილებს, ვინც მკითხულობს იმის მიუხედავად ვჭირდები თუ არა!“ – წერს მაია ასათიანი.

მაია ასათიანი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ ერთ დღეში ისეთი თემის გახსნა, როგორიც სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების საქმეა – შეუძლებელია:

„ერთ დღეში ასეთი თემის გახსნა არ მომხდარა, წლობით შრომაა ჩადებული საიმისოდ, რომ ეს საკითხი და ეს დიდი დანაშაული საჯაროდ გამოგვეტანა“ – ამბობს ჟურნალისტი.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). „რაც ეთერში აღარ ვარ, უცებ გაჩუმდა ტელეფონი გათენებიდან დაღამებამდე რომ რეკავდა… უცბად გაქრნენ ადამიანები და მადლობა მათ, ნამდვილებს, ვინც მკითხულობს“ – რა მიმართვას ავრცელებს მაია ასათიანი. 12 აგვისტო, 2026. https://sheniganatleba.ge/რაც-ეთერში-აღარ-ვარ-უცებ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. „რაც ეთერში აღარ ვარ, უცებ გაჩუმდა ტელეფონი გათენებიდან დაღამებამდე რომ რეკავდა… უცბად გაქრნენ ადამიანები და მადლობა მათ, ნამდვილებს, ვინც მკითხულობს“ – რა მიმართვას ავრცელებს მაია ასათიანი [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%91/
sheniganatleba.ge
READ  ეს არის ქართული გენი“ – ზაზა და ნიკა მანდენაშვილების მიერ საოცრად შესრულებული „აჭარული“ და აცეკვებული დუტა სხირტლაძე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network