ვემზადები ქიმიოთერაპიისთვის. გადავიპარსე თავი… – პეტრე კოლხის მოულოდნელი აღიარება

სალომე წერეთელი
1 წუთიანი წაკითხვა
საზოგადოებაში ონკოლოგიურ დაავადებებზე მრავალი მითი არსებობს, რომელიც სტიგმას ქმნის. ღია განათლება და სწორი ინფორმაცია ერთადერთი გზაა ამ სტერეოტიპების გადასალახად.

პეტრე კოლხი ნიკოლოზ ხაჩიძესთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდზე საუბრობს, ანაფორის გარეშე, რადგან მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს, ამის შესახებ თავად ამბობს:

„არსად არ მითქვამს. იყო სერიოზული მუქარა და შანტაჟი. მემუქრებოდნენ ლიკვიდაციით. ვერ გამაჩუმებენ, ყველა აგებს პასუხს…“, აღნიშნავს მამა პეტრე.

სასულიერო პირი თავისი ბავშვობის ტრავმასა და იმ ტკივილზე საუბრობს, რომელიც მცირე ხნის წინ იგრძნო. როგორც გადაცემის ანონსიდან ჩანს, პეტრე კოლხი სიმსივნესთან ბრძოლას იწყებს: „რატომ ვზივარ აქ შენთან ქუდით? ვემზადები ქიმიოთერაპიისთვის. გადავიპარსე თავი…“

გაუზიარეთ ეს სტატია
ლიტერატურისა და კულტურის კრიტიკოსი. სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული სტატიები ეძღვნება ქართულ ლიტერატურას და ხელოვნებას.
კომენტარები ჯერ არ არის