კვირა, აპრილი 6, 2025
მთავარიბავშვები და ჯანმრთელობარა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს მძიმე ჩანთის ტარებამ და რა არის გამოსავალი

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს მძიმე ჩანთის ტარებამ და რა არის გამოსავალი

“მძიმე ჩანთის ტარება არ არის რეკომენდებული” – თითქმის ყველა პედიატრი ამას გირჩევთ და გეტყვით, რომ თქვენს შვილებს, ყოველდღიურად სატარებელი მძიმე ჩანთა, როგორღაც შეუმსუბუქოთ ან მის ტარებაში დაეხმაროთ.

რა პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში რეგულარულად გადამეტებული წონის ტარებამ და რა შეიძლება იყოს დასაშვები ნორმა? – ამ კითხვას პედიატრი პასუხობს.

როგორც პედიატრი აცხადებს, ბავშვებში ტანდეგობის დარღვევა, დაახლოებით, 60-70%-ის შემთხვევაში გვხვდება. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი კი მძიმე ჩანთის ყოველდღიური ტარება.

“ბავშვებში ტანდეგობის დარღვევა შესაძლებელია განპირობებული იყოს ბავშვის კვებით, ჯდომით, წოლით და სხვადასხვა დატვირთვით, ასევე კომპიუტერთან, ტელევიზორთან ჯდომით. პათოლოგიების განვითარების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი, მძიმე ჩანთაა, რა დროსაც შეიძლება მოხდეს სქოლიოზის განვითარება. სიმძიმის დასაშვები ნორმა, ზოგადად, ყოველდღიურობაში, შეიძლება იყოს პატარა ასაკთან გათვლით 2 კგ”, – განმარტავს პედიატრი.

როგორც წესი, ბავშვებს კუნთოვანი სისუსტე აქვთ. მანანა მარტიაშვილის თქმით, მათი კუნთოვანი მასა არ არის ისე განვითარებული, რომ ბავშვის არასწორმა ჯდომამ, სიმძიმის ტარებამ ან სხვა სახის რაიმე დატვირთვამ მის ტანადობაზე გავლენა არ იქონიოს:

“ყოველთვის არ ვითარდება სქოლიოზი, სქოლიოზი თავისებურად გენეტიკური პათოლოგიაა. რომლის დროსაც ხერხემალში ხდება გადახრა. ბავშვებს იმხელა ჩანთების ტარება უწევთ, რომ შეიძლება ორი კილო კი არა, ეს წონა შეიძლება 5 და 6 კგ-მდეც კი ავიდეს”

სქოლოიზის განვითრების ძალიან ბევრი ფაქტორია. სქესიც კი ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიუანსია. როგორც პედიატრმა აღნიშნა, გოგონებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ბიჭებში. როგორც ირკვევა, გოგონებს ნაკლებად აქვთ განვითარებული კუნთოვანი მასა, და ზოგადადაც, ბავშვებში არ არის განვითარებული ეს კუნთოვანი ნაწილები ისე, რომ სიმძიმის ტარება ყოველდღიურად შეძლონ. ამიტომ, შესაძლებელია ბავშვის თანდაყოლილი რაიმე სახის პათოლოგია, უფრო გაღრმავდეს.

შესაძლებელია მძიმე ჩანთის ტარებამ ფსიქოლოფიური პრობლემებიც გამოიწვიოს.
ქცევის ნორმებიც კი შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, ხანგრძლივად ტარების შემდეგ, გაღიზიანებული და აღგზნებული იყოს ბავშვი, დაერღვეს ძილის ფაზები, ანუ ნევროლოგიურ პრობლემებთანაც კი მივდივართ. შეიძლება არაპირდაპირ კავშირში იყოს, თუმცა, მაინც გამოიწვიოს ზემოხსენებული პრობლემები. ასევე, არაპირდაპირი გავლენა შეიძლება იქონიოს კუჭნაწლავზეც.

READ  გაჯეტების ტყვეობა მოზარდებისთვის ფსიქიკური პრობლემების მიზეზი ხდება - ნახეთ, სად არის გამოსავალი

რაც შეეხება ბრტყელტერფიან მოზარდებს, ასეთ დროს პათოლოგიების გართულების რისკი მაღალია.

“ბრტყელი ტერფის შემთხვევაში დატვირთვა თანდაყოლილ პათოლოგიებს კიდევ უფრო გამოაჩენს.  ამ პროცესის ერთ-ერთი მაპროვოცირებელია მძიმე ჩანთა. ბავშვს, რომელსაც ბრტყეელი ტერფი აქვს, გენეტიკურად აქვს დისპლაზიური მდგომარეობა, სქოლიოზისკენ ისედაც მიდრეკილია, ამიტომ მას ისედაც შეიძლება ჰქონდეს სისუსტე, სიმძიმის ტარების შედეგად კი მას შეიძლება უფრო ღრმა პათოლოგიები დაემართოს, ან სქოლიოზის ხარისხი გაიზარდოს” – მანანა მარტიაშვილი.

პედიატრი გვირჩევს, მოვარიდოთ ბავშვებს ზედმეტი დატვირთვა, რადგან არ გაღრმავდეს თანდაყოლილი პათოლოგიები, ან არ მოხდეს, ახალი დაავადებების პროვოცირება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მისორე: სასახლეების ქალაქი სამხრეთ ინდოეთში

მისორე: სასახლეების ქალაქი სამხრეთ ინდოეთში

3 April, 2025
აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ – სეს

აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ – სეს

აპრილი 4, 2025
სომხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა

6 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE