„ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა“ – კარგი ამბავი თბილისის მერიისგან

„ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა“ – კარგი ამბავი თბილისის მერიისგან | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
ფული

უჯრედების) გადანერგვა სრულად, 100%-ით ფინანსდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახამ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა, ადრე კი აღნიშნული მკურნალობა მხოლოდ 70 000 ლარით ფინანსდებოდა.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა ფინანსდება. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აფინანსებს გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური) და გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვის პროცესს. თბილისის მერიას ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10-დან 235 ათას ლარამდე თანხა აქვს გათვალისწინებული. პროგრამის დაწყებიდან (2015 წელი) დღემდე, 1 074 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში 60 მილიონ ლარამდე თანხა გადაირიცხა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). „ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა“ – კარგი ამბავი თბილისის მერიისგან. 30 სექტემბერი, 2024. https://sheniganatleba.ge/ერთი-პაციენტისთვის-120-000-ლარ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. „ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა“ – კარგი ამბავი თბილისის მერიისგან [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-120-000-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a0/
sheniganatleba.ge
READ  ორი სიმპტომი, რომელიც, შესაძლოა, მძიმე დაავადების მაჩვენებელი იყოს - კარდიოლოგის განმარტება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network