„ახლა ყველა წუხს ამ საოცარი ბიჭის გამო…“ –  თიკო ჩხეიძე მოკლულ გიორგი საყურაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საბურთალოზე მოკლული ბიჭი

საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. აღნიშნულს სოციალურ ქსელში მოდელი თიკო ჩხეიძე ეხმაურება და წერს, რომ მშობლებმა შვილებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის მიმართ სიყვარული და პატივისცემის გამოხატვა უნდა ასწავლონ.

თიკო ჩხეიძე წერს, რომ „სიყვარულია ის ძალა, რომელიც ერს გადაარჩენს“.

„ამდენ აგრესიას მივყავართ ამ შედეგამდე, ახლა ყველა წუხს ამ საოცარი ბიჭის გამო, მაგრამ იქნებ დავფიქრდეთ ჩვენც როგორ ირონიულად ვლაპარაკობთ ერთმანეთზე, განვიკითხავთ და დავცინით თუ ჩვენს აზრზე არ არის ჩვენს გვერდით მდგომი ადამიანი, იქნებ დროა ჩვენს შვილებს სიყვარული ვასწავლოთ მოყვასის მიმართ, ვასწავლოთ, რომ განსხვავებული აზრის მიუხედავად ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. პრობლემა ჩვენშია „დიდებში“ ჩვენ დავივიწყეთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ და ახლა საზოგადოებას ვთხოვთ პასუხს… სიყვარულია ის ძალა, რაც გადაარჩენს ერს, მაგრამ ვაი რომ აღარ შეგვრჩა…“, – წერს თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

📍 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. „ახლა ყველა წუხს ამ საოცარი ბიჭის გამო…“ –  თიკო ჩხეიძე მოკლულ გიორგი საყურაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  " რაჭიდან მომიტაცეს და სვანეთში გადამმალეს; მაშინ 16 წლის ვიყავი... ქართველ ქალს მამაცობის არ უნდა გაუკვირდეს და სირთულეების არ შეეშინდეს" - წარმატებული ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ცხოვრების გზა
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network