შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიგანათლება6 ლოცვა, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ

6 ლოცვა, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ

ლოცვა ამოღებულია წმინდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი თხოვნა გულიდან მოდის და ღმერთის წინაშე სამართლიანია ის აუცილებლად აგვისრულდება. დიდება უფალს.

ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს სერაბიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღვთისა ხორცითა, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.

ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა

ჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.

წმინდისა იოანე ნათლისმცემლისა

ყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.

წმინდა დიდმოწამისა გიორგისა

ნათელ-ჰყავ შვილდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით, გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.

წმიდა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისა

ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების ახალი კორპუსი აშენდება
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი