ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025
spot_img
მთავარიგანათლება2024 წელს საქართველოში ევროკავშირიდან უნებართვოდ მცხოვრები 4 173 პირი დააბრუნეს

2024 წელს საქართველოში ევროკავშირიდან უნებართვოდ მცხოვრები 4 173 პირი დააბრუნეს

2024 წელს რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 4 173 პირზე გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში რეადმისიის სულ 4 196 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 23-ზე გაიცა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 2 543 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (710); საბერძნეთი (201); იტალია (92); პოლონეთი (91); ირლანდია (66); ესპანეთი (58); შვეიცარია (42) და ა.შ.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, შარშან საქართველოში დაბრუნებულებიდან 1 048 არასრულწლოვანი იყო.

რაც შეეხება 2023 წლის სრულ სტატისტიკას, რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 4 343 პირზე გაიცა, უარი კი 22-ს ეთქვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
პამუკალე: თურქეთის ცხელი წყაროები, სადაც ლეგენდის თანახმად კლეოპატრა ბანაობდა

პამუკალე: თურქეთის ცხელი წყაროები, სადაც ლეგენდის თანახმად კლეოპატრა ბანაობდა

12 February, 2025
„ვივამედმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო აღიარება სამედიცინო სფეროში

„ვივამედმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო აღიარება სამედიცინო სფეროში

თებერვალი 12, 2025
არც კვარაცხელია ჰყავს და აღარც ნერეში – კონტეს “ნაპოლიში” პრობლემები არ ელევა

არც კვარაცხელია ჰყავს და აღარც ნერეში – კონტეს “ნაპოლიში” პრობლემები არ ელევა

12 თებერვალი 2025
რა ტიპის განათებები უნდა გამოვიყენოთ სააბაზანოში

რა ტიპის განათებები უნდა გამოვიყენოთ სააბაზანოში

თებერვალი 12, 2025
სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სწორი კვების ფორმულა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და ენერგია

სწორი კვების ფორმულა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და ენერგია

თებერვალი 12, 2025
სახის ნიღაბი როგორ მოვამზადოთ საბავშვო ფაფისგან

სახის ნიღაბი როგორ მოვამზადოთ საბავშვო ფაფისგან

თებერვალი 12, 2025
რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

12 თებერვალი 2025
კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ — „თბილისი ენერჯი“

კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ — „თბილისი ენერჯი“

თებერვალი 12, 2025
ქართული პავილიონი საერთაშორისო გამოფენაზე – FRUIT LOGISTICA 2025-ზე იყო წარმოდგენილი

ქართული პავილიონი საერთაშორისო გამოფენაზე – FRUIT LOGISTICA 2025-ზე იყო წარმოდგენილი

თებერვალი 12, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი