სამშაბათი, დეკემბერი 30, 2025
spot_img
მთავარიგანათლებარატომ უნდა დაყაროთ თქვენს ლეიბზე სოდა აუცილებლად? - ასე თავს ბევრი დაავადებისგან...

რატომ უნდა დაყაროთ თქვენს ლეიბზე სოდა აუცილებლად? – ასე თავს ბევრი დაავადებისგან დაიცავთ

საკვები სოდა რომ შეუცვლელი პროდუქტია სამზარეულოში, ეს დიდი ხანია ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მისი წარმოუდგენელი ეფექტები სხვადასხვა დარგსა თუ პირად ჰიგიენაში დღითიდღე გვაოცებს. დღეს მისი კიდევ ერთი წარმოუდგენელი ეფექტის, უცნაურად გამოყენების შესახებ მინდა გიამბოთ.

აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა და იცით რატომ?

სულ ცოტა შვიდი საათით მაინც გვძინავს დღე-ღამის განმავლობაში საწოლში, თხელი ზეწარი კი, რომელიც ლეიბზე გვაქვს გადაფარებული, მას დაბინძურებისგან ვერ იცავს და გაოფლიანების შემთხვევაში კანის მკვდარი უჯრედებიდან მიკრობები სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ თუ რეგულარულად არ გაწმენდთ ლეიბს, გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებსა და ასთმასაც კი. არ მოგიწევთ მათი ქიმწმენდაში წაღება, უბრალოდ გამოიყენეთ საკვები, პურის სოდა და მისი სისუფთავე უბადლო და წარმოუდგენელი იქნება.

როგორ გავწმინდოთ ლეიბი სოდით?

მეცნიერული კვლევების შედეგად მრავალი წლის წინ დადგინდა რომ საკვებ სოდას შეუძლია დახოცოს სტრეპტოკოკური და სხვა პათოგენური ბაქტერიების კოლონები. ამიტომ მოდით გავწმინდოთ ლეიბი, რისთვისაც დაგჭირდებათ ერთი კოლოფი სოდა, სურნელოვანი ეთერზეთი და მტვერსასრუტი. გადმოაბრუნეთ ლეიბი (ისე ცნობისათვის ლეიბი სისტემატიურად უნდა აბრუნოთ ისედაც), ერთ კოლოფ სოდას შეურიეთ 10-20 წვეთი ეთეროვანი ზეთი, კარგად აურიეთ და დაყარეთ ლეიბზე. დატოვეთ ამ მდგომარეობაში ერთი საათით, რომ მან თავისი საქმე საფუძვლიანად გააკეთოს. შემდეგ კი მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ნახავთ რომ ლეიბი არამარტო გათეთრდა, შეიძინა სურნელოვანი სუნიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიხოცა მასზე არსებული ყველა ბაქტერია.

ეს სრულიად უვნებელი, იაფი და მარტივი პროცედურა აგარიდებთ თავიდან ქიმწმენდაში სოლიდური თანხის ხარჯვას.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რობოტის დახმარებით ადამიანებში სმენითი ჰალუცინაციები გამოიწვიეს — უჩვეულო კვლევის შედეგები
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი