პარასკევი, მაისი 1, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებაზონდმა მარსის გიგანტური ვულკანი გადაიღო, რომელიც ღრუბლებს ზემოდან გადაჰყურებს

ზონდმა მარსის გიგანტური ვულკანი გადაიღო, რომელიც ღრუბლებს ზემოდან გადაჰყურებს

NASA-ს ვეტერანმა კოსმოსურმა ზონდმა, რომელსაც 2001 მარსის ოდისეა ჰქვია, წითელი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი ვულკანის გასაოცარი სურათი გადაიღო. მას არსიის მთას უწოდებენ და იმდენად მაღალია, რომ ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ღრუბლებს ზემოდან გადაჰყურებს.

ის იმ 3 ვულკანს შორისაა, რომლებიც მარსის ეკვატორთან ახლოს, ტარსისის რეგიონში, მდებარეობს. იქ გამთენიისას ხშირად წყლის ყინულისგან შედგენილი ღრუბლები ჩნდება, რომლებიც ამ პლანეტაზე გავრცელებული ნახშირორჟანგის ღრუბლებისგან განსხვავდება.

ზონდმა მარსის ჰორიზონტზე გამოკვეთილი ამ შთამბეჭდავი სანახაობის პანორამულად აღბეჭდვა შეძლო, რითაც ასეთი უპრეცედენტო ხედი პირველად დაგვანახა. შედარებისთვის, სწორედ მსგავსი პერსპექტივიდან უყურებენ დედამიწას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები.

მარსის ოდისეის მისია 2001 წელს გაუშვეს, რაც მას სხვა პლანეტის გარშემო ყველაზე დიდხანს მოძრავ ზონდად აქცევს. ამგვარი პანორამული სურათების გადაღება მან 2023 წელს დაიწყო, როცა წითელი პლანეტის ჰორიზონტი მაღლიდან პირველად აღბეჭდა. ასეთი ხედის მისაღებად ის 90 გრადუსით ტრიალდება, რათა კამერის ხედვის არეალი გასწორდეს. ისე კი აღნიშნული ინსტრუმენტი ობიექტის ზედაპირზე დასაკვირვებლადაა შექმნილი.

ზემოხსენებული მანევრით შესაძლებელი ხდება, რომ წყლის ყინულის ღრუბლის ფენები დაფიქსირდეს და ფოტოების სერიების მიხედვით სეზონური ცვლილებები გამოვლინდეს. ეს მეცნიერებს მარსის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების, ამინდისა და მტვრის ქარიშხლების მსგავსი მოვლენების შესახებ მეტის გაგების საშუალებას აძლევს. ამგვარი ინფორმაცია მარსის სამომავლო მისიების უკეთ დაგეგმვაში გამოგვადგება.

კოსმოსური აპარატის უკანასკნელი სურათი 2 მაისსაა გადაღებული. მასზე არსიის მთა ჩანს, რომელიც 20 კილომეტრი სიმაღლისაა და დედამიწის უდიდესი ვულკანის — მაუნა-ლოას — სიმაღლეს ორჯერ აჭარბებს. ის ტარსისის რეგიონის ვულკანებიდან ყველაზე სამხრეთითაა განლაგებული და მის გარშემო ყველაზე მეტი ღრუბელი იყრის ხოლმე თავს.

ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა არსიის გვერდების მიმდებარედ აირის ნაკადი გადაადგილებისას ფართოვდება და შემდეგ სწრაფად ცივდება. ღრუბლები განსაკუთრებულად სქელია, როცა მარსი მზისგან უდიდესი მანძილითაა დაშორებული. ამას აფელიუმი ეწოდება, წლის აღნიშნულ პერიოდში წარმოქმნილ ღრუბლებს კი — აფელიუმის ღრუბელთა სარტყელი.

READ  რატომ არ სვამენ ჩინელები ცივ წყალს სინამდვილეში? - "სიცხეშიც კი არ ეკარებიან ცივ სასმელებს"

მისიაზე მომუშავე გუნდმა ეს ვულკანი იმიტომ შეარჩია, რომ სწორედ აირის ღრუბლებიდან ამოშვერილი უზარმაზარი მთის დაფიქსირება სურდათ. მათ ეს წარმატებით გამოუვიდათ, რაც ზონდის კამერა THEMIS-ის დამსახურებაა. ის ციურ სხეულს ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში აკვირდება, საიდანაც ბოლო წყლის ყინულის შემცველი არეალების აღმოჩენაში გვეხმარება. ასევე, ინსტრუმენტი მარსის ბუნებრივ თანამგზავრებსაც იღებს: ფობოსსა და დეიმოსს. ამით მათი შედგენილობის უკეთ შესწავლა ხდება შესაძლებელი.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.