როგორ შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე გადასვლა, თუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებით

როგორ შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე გადასვლა, თუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებით | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოში ახლა შესაძლებელია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება. ეს რეფორმა ახალ შესაძლებლობებს უქმნის ქართველ სტუდენტებს მთელ მსოფლიოში.

ყოველწლიურად ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უნივერსიტეტებში ათასობით სტუდენტი ირიცხება, თუმცა მათი ნაწილი თავიდანვე არასასურველ პროგრამაზე ხვდება ან სწავლის პროცესში აცნობიერებს, რომ ის უნივერსიტეტი/მიმართულება, რაც აირჩია, მისი ინტერესებს არ შეესაბამება. ამიტომაც, არსებობს როგორც გარე მობილობა – ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში გადასვლის შესაძლებლობა, ასევე შიდა მობილობა – უნივერსიტეტის შიგნით, ერთი პროგრამიდან მეორეზე გადასვლა.

გარე მობილობას ყოველწლიურად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს. სტუდენტმა რეგისტრაცია students.emis.ge-ზე უნდა გაიაროს და შესაბამისი განაცხადი გააკეთოს. ამავდროულად, სტუდენტს უფლება აქვს, ჩამონათვალში მაქსიმუმ 5 პროგრამა მიუთითოს. გარე მობილობისთვის გადასახადი თანხა 40 ლარს შეადგენს. სტუდენტის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარსადგენი დოკუმენტები და ვადები კონკრეტული უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

გაითვალისწინეთ, რომ გარე მობილობას ვერ შეძლებთ, თუ პირველი კურსი დახურული არ გექნებათ. მაგალითად, თუ კონკრეტულ უნივერსიტეტში, განსაზღვრულ პროგრამაზე ჩააბარებთ და რამდენიმე თვეში აღმოაჩენთ, რომ იქ სწავლა აღარ გსურთ, ვიდრე პირველ კურსს არ დახურავთ, გარე მობილობით ვერ ისარგებლებთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თუკი სხვა უნივერსიტეტში გადახვალთ, კონკრეტული ფაკულტეტი ინდივიდუალურად გადაწყვეტს, წინა უნივერსიტეტში ჩაბარებული საგნების კრედიტები ჩაგეთვლებათ, თუ სწავლას კვლავ 0 კრედიტით, პირველი კურსიდან გააგრძელებთ. გაგრძელება

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2025). როგორ შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე გადასვლა, თუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებით. 12 ივნისი, 2025. https://sheniganatleba.ge/როგორ-შეგიძლიათ-სხვა-უნი/

© 2025 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). როგორ შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე გადასვლა, თუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებით. 12 ივნისი, 2025. https://sheniganatleba.ge/როგორ-შეგიძლიათ-სხვა-უნი/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. როგორ შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე გადასვლა, თუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებით [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%92%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  დღის უნივერსიტეტი: სქილვილის კოლეჯი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network