„ხელოვნური ინტელექტის ნათლიამ“ გაამხილა, რომელ პროფესიებს ჩაანაცვლებს ნეიროქსელი

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ჯეფრი ჰინტონმა, რომელიც Google-ში მუშაობდა და ნეირონულ ქსელებთან დაკავშირებული აღმოჩენების გამო ხელოვნური ინტელექტის ნათლიას მეტსახელი მიიღო, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე მასობრივი უმუშევრების რისკებზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, კიდევ დიდი დრო გავა, სანამ ხელოვნური ინტელექტი ფიზიკური თვალსაზრისით კარგი გახდება. ასე რომ, ჯობია ახლა სანტექნიკოსები იყოთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დღეს ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი უნდა იყო, რომ ხელოვნური ინტელექტისგან დამოუკიდებელი სამსახური გქონდეს. ამასთან, ჰინტონი დარწმუნებულია, რომ უმუშევრობის ყველაზე დიდი რისკის წინაშე იურისპრუდენციის სფეროს დამწყები სპეციალისტები და ქოლ-ცენტრების თანამშრომლები არიან, რადგან ხელოვნური ინტელექტი მათ ჩანაცვლებას ძალიან მალე შეძლებს.

ჰინტონის თქმით, ნეიროქსელი უკვე გამოიყენება იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომელსაც აქამდე კოლეჯდამთავრებულები ასრულებდნენ. პერსპექტივაში კი 10 თანამშრომლისგან შემდგარი განყოფილების ჩანაცვლებას მხოლოდ ერთი ადამიანი შეძლებს, რომლის ფუნქციაც ხელოვნური ინტელექტის გაკონტროლება იქნება.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

მან ასევე აღნიშნა, რომ მაგალითად ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. „ხელოვნური ინტელექტის ნათლიამ“ გაამხილა, რომელ პროფესიებს ჩაანაცვლებს ნეიროქსელი [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  არაა აუცილებელი ყველა უნივერსიტეტში იღებდეს განათლებას – პროფესიები აითვისეთ, ხელით შრომა ისწავლეთ, ჩადექით ბაღებში, ბოსტნებში იმუშავეთ: ზურა შევარდნაძე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network