ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Google search engine
მთავარიპირადი ისტორიები„ქალმა ქმრის მკვლელს 3000 ევრო გაუგზავნა... მოსამსახურე დაკავების დროს ფეხმძიმედ იყო...“ -...

„ქალმა ქმრის მკვლელს 3000 ევრო გაუგზავნა… მოსამსახურე დაკავების დროს ფეხმძიმედ იყო…“ – თბილისში მომხდარი მკვლელობა, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა

თბილისში, ახალგაზრდა კაცი 2009 წლის 29 აპრილს, სახლთან ახლოს მოკლეს. ერთი წლის შემდეგ გაირკვა, რომ მისი მკვლელობა ცოლმა შეუკვეთა.

მაშინ დაკავებულების აღიარებითი ჩვენებებიც გავრცელდა. ყოფილ ცოლთან ერთად მისი მეორე შვილის მამაც დააკავეს. საქმე აღძრეს შუამავალის, მკვლელობის უშუალო შემსრულებლის და ოჯახის მოსამსახურის წინააღმდეგ.

ბრალდების მტკიცებით, ცოლმა მეუღლის მკვლელობა მეგობარს, ზვიად საყვარელიძეს დაუკვეთა. საყვარელიძე დახმარებას დაჰპირდა, არც შემსრულებლის მოძებნა გასჭირვებია. მეგობარს შეუთანხმდა და მკვლელმა ახალგაზრდა კაცი საკუთარ სახლთან, გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

გამოძიების მტკიცებით, ოჯახის მოსამსახურე შუამავალი იყო და მკვლელთან ინფორმაცია მიჰქონდა. ცოლმა მეუღლის მკვლელობის მეორე დღეს, მოსამსახურის ხელით მკვლელს 3000 ევრო გაუგზავნა… კაცს სხვა ბრალდებებიც ჰქონდა წარდგენილი: იარაღის უკანონო ტარება-შენახვა, ყაჩაღობის მცდელობა და ნარკოტიკის შენახვა.

მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა საქმე დეტალურად განიხილა. მართალია, საზოგადოებამ დაკავებულების აღიარებითი ჩვენებები მოისმინა, მაგრამ სასამართლოზე ისინი დანაშაულს არ აღიარებდნენ. მხოლოდ მკვლელი იხსენებდა დეტალებს და სხვებსაც ამხელდა. მისი ჩვენებით გაიხსნა აღნიშნული დანაშაული, ამიტომ პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

ცოლის ჩვენებიდან:

“18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი… გურამმა (სახელი შეცვლილია) დალევას მოუხშირა, ამისთვის თავი რომ დაენებებინა, შვილთან ერთად ესპანეთში წავედით… სიფხიზლეში კარგი ხასიათი ჰქონდა, როცა დალევდა, ცუდად ხდებოდა, ხილვებიც დაეწყო. მივხვდი, მასთან ვერ ვიცხოვრებდი და საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა. მისი არსებობა ჩემმა ქმარმაც შეიტყო, მაგრამ შერიგება მაინც მთხოვა. ამ დროს დედა და ძმა გარდამეცვალა. მეგობარი მამაკაცი მყავდა. მისგან უკვე ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ მაინც შევურიგდი ქმარს. გურანდა ერთი წლის იყო, როცა უფროსმა გოგომ გაიგო, ის სხვა კაცისგან რომ მყავდა… როცა ცუდად იყო, გია სახლიდან არ გადიოდა…  იმ პერიოდში გურამი სულ სვამდა, ვთქვი, ვერ ვაჩერებ, მოკვდება, ისიც დაისვენებს და მეც-მეთქი. ერთ დღეს მეგობარმა სახლში პროდუქტი ამატანინა, კიბეზე რომ ჩადიოდა, მომაძახა, – გურამს ვიღაც მოკლავსო. ვუთხარი, წადი და გადაეცი, ახლავე ბინა დაცალოს-მეთქი. ამ საუბრიდან ცოტა ხანში გურამი მოკლეს. მე მისი სიკვდილის დროს მართლა არ მითამაშია, ძალიან ცუდად ვიყავი. ეკა მოვიდა და მითხრა, – შემოგითვალეს, სისულელეები არ გინდა, ვინც გურამი მოკლა, იმას 40 ადამიანი ჰყავს მოკლული და ფული გამოგზავნეო. ვუთხარი, ფული სადაც იყო, – აიღე და მიუტანე-მეთქი. 3000 ევრო მოსამსახურემ მიუტანა… შემდეგ მანქანის გაყიდვაში დახმარება შემომთავაზა. მისი სამსახურის ხალხს მისი ვალი, 6 ათასი დოლარი დავუტოვე. მისი მეშინოდა და არაფერს ვამბობდი”.

დაკავების დროს მოკლულის ცოლი მკვლელობის შეკვეთას აღიარებდა, მაგრამ სასამართლოზე ამ ჩვენებების გამოქვეყნებაზე კატეგორიული უარი თქვა: “მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი და არ მახსოვს, რა მიწერიაო”.

READ  „ბიოლოგიურმა დედამ აღსარებაშიც, მამაოსთანაც კი არ მითქვამს შენზეო…“ – თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა

მოსამსახურე დაკავების დროს ფეხმძიმედ იყო. შვილი ციხეში გააჩინა. ისიც არ ცნობდა თავს დამნაშავედ:

“მშვიდი ოჯახი იყო. გურამი და ანა ერთად დადიოდნენ სამსახურში. გურამი ძალიან კარგი ადამიანი იყო. სიმთვრალეში ცუდად ხდებოდა. ამ დალევით მხოლოდ საკუთარ თავს აყენებდა ზიანს. იყო მომენტები, როცა აზროვნების უნარს კარგავდა, თავის მოკვლაც სცადა. ასეთ დროს ანა ახერხებდა მისთვის იარაღის გამორთმევას… ერთ დღეს ზვიადმა მითხრა, – ვხედავ, ანა როგორ იტანჯება, მყავს მეგობარი, რომელიც ქმრის მოცილებაში დაეხმარებაო. ნორმალური არა ხარ-მეთქი, ძალიან შევშფოთდი და ანას ვუთხარი. მასაც ასეთივე რეაქცია ჰქონდა. ამ თემაზე მერე არ გვისაუბრია, რეალობად არ აღმიქვამს.

იმ დღეს გურამი სახლში დაბრუნდა, ყავა დალია და ანა და მისი მეგობარი მაღაზიაში საყიდლებზე წაიყვანა… ანა სახლში დაბრუნდა, მე ზვიადთან გადავედი. ეძინა, უკან  გამოვბრუნდი, ამ დროს ეზოში ზვიადის მეგობარი შევიდა, მალევე გამოიქცა, ისევ შევბრუნდი ზვიადთან, უკვე ეღვიძა, შეშფოთებული სახე ჰქონდა… მალე გავიგე, გურამი რომ მოკლეს. ხალხი მოგროვდა, იქ ზვიადიც ვნახე. მითხრა, რომ ეს მისი გაკეთებული იყო და  ანას 5000 დოლარი უნდა გადაეხადა. ანას ვუთხარი, თანხა მომცა და მე მივუტანე. ფული კონვერტში იდო… შეშინებული ვიყავი და საქართველოდან წასვლა მინდოდა”.

სასამართლო პროცესზე არც მოსამსახურე დაეთანხმა ძველი ჩვენების გამოქვეყნებას.

“მეშინოდა და იმიტომ არ ვთქვი სიმართლე. ჩემს თავს იმაში ვადანაშაულებ, რომ არ ვთქვი, რაც მოხდა. ფულის გადაცემას კი ვადასტურებ”.

მართალია, ბრალდებულები დანაშაულს უარყოფდნენ, მაგრამ სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო. ცოლს ქმრის მკვლელობის დაკვეთისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ელენე თუშიშვილს – 16 წელი, მეგობარ კაცს კი 2 წელი და დანაშაულის დაფარვის ბრალდება მოუხსნეს.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ცნობილ მოდელს სიმსივნე აღმოუჩინეს - "ეს შიშის და ცრემლების კვირა იყო..."
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.