ქართულში ასეთი თხზულება განულდება – აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება დაწყებულია

ქართულში ასეთი თხზულება განულდება – აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება დაწყებულია | შენი განათლება
3 წუთიანი წაკითხვა

2025 წლის აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე დაწყებულია.

გამსწორებლები თხზულების დავალების გასწორების პროცესში გაითვალისწინებენ: აბიტურიენტის აზრი ჩამოყალიბებულია თუ არა ნათლად, მკაფიოდ და დასაბუთებულად, რადგან თუ ვერ ასაბუთებთ თქვენს მოსაზრებას, მაღალ შეფასებას ვერ დაიმსახურებთ. არგუმენტები გამყარებულია თუ არა სათანადო მაგალითებით. არის თუ არა მსჯელობა ლოგიკურად გამართული და აბზაცებით დანაწევრებული; წერისას შერჩეულია თუ არა შესაბამისი სტილი და რამდენად დაცულია სალიტერატურო ენის ნორმები.

“მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს გასაგები (გარკვეული) ხელწერით. ის მონაკვეთები, რომელთა ამოკითხვაც გაძნელდება, შეფასებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული. ნაშრომი არ გასწორდება, თუ თქვენი მსჯელობა შემოიფარგლება ოთხი-ხუთი წინადადებით. ნაშრომი, რომლის მოცულობა არ აღემატება 150 სიტყვას, ენობრივი თვალსაზრისით არ შეფასდება”, – განმარტავს გამოცდების ცენტრი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

განულება

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

როგორც ცნობილია, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აბიტურიენტის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე. 

როდის ხდება ეს:

როგორც 8 ივლისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში EDU.ARIS.GE-ს განუმარტეს, აბიტურიენტის ნაშრომი იმ შემთხვევაში ნულდება და არ სწორდება, თუ მასზე დატანილია აბიტურიენტის გვარ-სახელი, თხზულების ტექსტი სრულიად გაურკვეველია ან აცდენილია დავალებას, რომელიც ტესტში იყო მოცემული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა განმარტებები ნაშრომის განულებაზე:

რას განმარტავდა ნაშრომის განულების შესახებ ნანა ლოლაძე, NAEC-ის ქართულის ჯგუფის ხელმძღვანელი: “თხზულება გინულდებათ პირველი, იმ შემთხვევაში, თუ ის არაადეკვატურია, საერთოდ არ პასუხებს იმ დავალებას, რომელიც ჩვენ შემოგთავაზეთ. მეორე, თუ იმდენად გაურკვეველი ხელით არის ნაწერი, რომ უბრალოდ ჭირს ამოკითხვა. ის ადგილებიც კი, რომელიც ძალიან გაკრული ხელით იქნება და ამოკითხვა გაჭირდება, ის არ იქნება გათვალისწინებული, მაგრამ თუ მთელი თხზულება ასეა დაწერილი, ამ შემთხვევაში…[განულდება] ასევე, თუ არის მხოლოდ 2-3 წინადადება, ან აზრი იმდენად ბუნდოვანია, რომ შეფასება ჭირს. სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში, შეფასდება თქვენი ნაშრომი. ასევე, რაც ყველა გამოცდას ეხება, საკუთარი გვარი და სახელი ან იდენტიფიკაციის სხვა საშუალება გამოცდაზე არ უნდა იყოს“.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

რას განმარტავდა ნაშრომის განულების შესახებ მანანა ჯავახიშვილი, NAEC-ის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი: “ნაშრომი ნულდება იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, აპლიკანტი დაწერს ისეთ ინფორმაციას პასუხების ფურცელზე, როგორიც არის მაგალითად თავის სახელი, ან, შეიძლება, არც არის თავისი სახელი და გვარი, მაგრამ მაგალითად დააწერა ხატია ჩიბურდანიძე. ხომ შეიძლება, რომ გამსწორებელმა ეს დაინახოს და ე.ი. ეს მინიშნებაა. ამ შემთხვევაში [ნაშრომი] განულდება. შეიძლება აბიტურიენტმა იხუმრა კიდეც, ან უცენზურო სიტყვები გამოიყენა. ჩვენ გვქონია ასეთი უცენზურო სიტყვების გამოყენება, გამსწორებლების მიმართ აგრესია, ლანძღვა ტესტის შემდგენლების მიმართ… ასეთი მაგალითებიც ყოფილა. ეს ეთიკას სცდება და, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაშიც გაუქმდება. კიდევ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ ისეთი გაურკვეველი ხელით არის ნაწერი, რომ არ იკითხება. სხვა შემთხვევაში ნაშრომი არ განულდება”.

READ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გზამკვლევი გამოაქვეყნა

აბიტურიენტის ცნობარში მოცემული განმარტება ნაშრომის არგასწორების შესახებ:

ნაშრომი არ გასწორდება, თუ პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია; თუ გამოსაცდელი პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების
შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). ქართულში ასეთი თხზულება განულდება – აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება დაწყებულია. 8 ივლისი, 2025. https://sheniganatleba.ge/ქართულში-ასეთი-თხზულება/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. ქართულში ასეთი თხზულება განულდება – აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება დაწყებულია [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 16]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network