ოთხშაბათი, სექტემბერი 17, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიმეცნიერი, რომელმაც ექსპერიმენტისთვის საკუთარი სხეული გაწირა - ბარი მარშალის ისტორია

მეცნიერი, რომელმაც ექსპერიმენტისთვის საკუთარი სხეული გაწირა – ბარი მარშალის ისტორია

ბარი მარშალი ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანია, რომელმაც სამედიცინო სამყარო თავდაყირა დააყენა. იმის დასამტკიცებლად, რომ კუჭის წყლულს ბაქტერია იწვევს და არა სტრესი ან ცხარე საკვები, მან უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო — ექსპერიმენტისთვის საკუთარი სხეული გაწირა.

1980-იან წლებში ექიმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კუჭის წყლულის მთავარი გამომწვევი სტრესი, ცუდი კვება და მაღალი მჟავიანობა გახლდათ. ავსტრალიელი ექიმი ბარი მარშალი და მისი კოლეგა რობინ უორენი ეჭვობდნენ, რომ ეს ასე სულაც არ იყო.

მათ აღმოაჩინეს ბაქტერია Helicobacter pylori, რომელიც ,ხშირ შემთხვევაში, კუჭის ლორწოვანში ბუდობდა. მარშალი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ეს ბაქტერია იწვევდა წყლულს, მაგრამ სამედიცინო საზოგადოება მხარს არ უჭერდა. შესაბამისად, საჭირო იყო მტკიცებულება, ადამიანზე ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც მოსაზრებას დაადასტურებდა და ყველაფერს შეცვლიდა.

იმის გამო, რომ კლინიკური კვლევებისთვის საჭირო დრო და რესურსები არ ჰქონდა, მარშალმა, მეცნიერების სასარგებლოდ, საკუთარი სხეული გაწირა. 1984 წელს მან ლაბორატორიაში გამოზრდილი H. pylori-ის ბაქტერია, უბრალოდ, დალია.

მეცნიერს მალევე დაეწყო ძლიერი გულისრევა, მუცლის ტკივილი და სერიოზული კუჭის პრობლემები. 10 დღეში მისმა კუჭმა წყლულის განვითარება დაიწყო — ზუსტად ისე, როგორც მან იწინასწარმეტყველა.

ცდამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ H. pylori იყო კუჭის წყლულის მთავარი მიზეზი. მარშალმა და უორენმა, ასევე, აღმოაჩინეს, რომ დაავადება მარტივად განიკურნებოდა ანტიბიოტიკებით და არა წლობით დიეტისა და მჟავის საწინააღმდეგო პრეპარატებით.

მათმა აღმოჩენამ სამუდამოდ შეცვალა მედიცინა — წლების განმავლობაში, კუჭის ოპერაციები და მკაცრი დიეტები იყო ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ შემდგომ წყლულის მკურნალობა შედარებით მარტივი გახდა.

მრავალი წინააღმდეგობის შემდეგ, 2005 წელს ბარი მარშალმა და რობინ უორენმა ნობელის პრემია მიიღეს მედიცინის დარგში. ეს იყო აღიარება იმ სიმამაცისთვის, რომ მარშალმა მედიცინისთვის საკუთარი ჯანმრთელობა გაწირა.

დღეს, მისი აღმოჩენის წყალობით, მილიონობით ადამიანი იღებს სწორ და ეფექტურ მკურნალობას კუჭის წყლულზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა ხდება ადამიანის ტვინში სიკვდილის დროს – კვლევა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  რა იყო მამაკაცის უძველესი პროფესია და რატომ გახდა ის შეურაცხმყოფელი სიტყვა

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი